სპორტის ამბები
რეკლამა

აიაქსი ზიეჩის ერთ-ერთ შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძეს მოიაზრებს

აიაქსი ზიეჩის ერთ-ერთ შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძეს მოიაზრებს

აიაქსი ზიეჩის ერთ-ერთ შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძეს მოიაზრებს


ქართველი ფეხბურთელისთვის და გულშემატკივრებისთვის ჰოლანდიურ ვებ-საიტზე სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.როგორც ცნობილია, ჰაკიმ ზიეჩი მომავალი სეზონიდან ლონდონის ჩელსიში იასპარეზებს, ნიდერლანდელებს კი მისი შემცვლელი ნამდვილად სჭირდებათ.Voetbalzone-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ აიაქსში ჩაკვეტაძის ტრანსფერი განიხილება.2018-2019 წლის სეზონში, გიორგი გენტის შემადგენლობაში გამორჩეული ფეხბურთელი იყო და გუნდს გოლებით და საგოლე გადაცემებით აქტიურად ეხმარებოდა. ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში ევროპაში არ გამორჩენიათ. ამჟამად ყველაზე დიდ ინტერესს თურქული ტრაბზონი იჩენს. გიორგის რადარზე თავის დროზე ნაპოლი და რომაც იყვნენ.ნიდერლანდელები გიორგის და ზიეჩის მსგავსებას 92 %-ით აფასებენ. ამით ისინი ამბობენ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს თამაშის სტილით ძალიან ჰგავს.ამსტერდამის აიაქსი გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ზიეჩის შემცვლელად ლუდოვიკ ბლასის(ნანტი), კელვინ სტენგსის (ალკმაარი), პედრინიოს(კორინთიასი), ალექს ბერენგერს (ტორინო), ებერეჩე ეზეს(ქპრ) და  რომანო შმიდს(ვოლფსბერგერი) მოიაზრებს.

0
  • 13
FACEBOOK კომენტარები