სპორტის ამბები
რეკლამა

ოზილი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს

ოზილი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს

ოზილი ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობს


კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შექმნილი კრიზისის გამო საფეხბურთო კლუბები ფეხბურთელებს ანაზღაურებას უმცირებენ.ლონდონის არსენალის გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ხელფასის ცვლილებაზე უარი განაცხადა აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს. მესუთი მეთოფეების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა ის 350 ათას ევროს იღებს კვირაში. ამის მიუხედავად, ხელფასის 12.5%-ით შემცირებაზე გერმანელი უარს აცხადებს.ოზილის ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინოდ აფასებს ბრიტანული მედია. არსენალის კიდევ 2 ფეხბურთელი, რომელთა ვინაობაც უცნობია, ოზილის პოზიციაზე არიან.ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ არსენალი  გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც მომდევნო წლის მარტამდე 12.5%-ით შემცირებული ანაზღაურების მიღებაზე ფეხბურთელებთან შეთანხმებას მიაღწია.სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში მეთოფეებს ხელმძღვანელები ბონუსებს ჰპირდებიან.

0
  • 53
FACEBOOK კომენტარები