სპორტის ამბები
რეკლამა

გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი და არველაძის კომენტარი

გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი და არველაძის კომენტარი
 ქართველი ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი ლა ლიგის 36-ე ტურში "ლევანტეს" რიგებში  შედგა.  ის 89-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მინდორზე.

აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე გამოეხმაურა.

"დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის ლევანტეში და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს" - წერს ქართველი ლეგენდა სოციალურ ქსელში.
0
FACEBOOK კომენტარები