არნოლდ ალოის შვარცენეგერი (გერმ. Arnold Alois Schwarzenegger) მსახიობი, ყოფილი კულტურისტი. დაიბადა 1947 წელს 30 ივლისს ავსტრიის ქალაქში – გრაცში. ჯერ კიდევ მოზარდი არნოლდმა გადაწყვეტა ყველაზე გამოჩენლი კულტურისტი გამხდარიყო ამ სპორტის სახეობის ისტორიაში.

ბავშობაში ის არაერთხელ დაუწვენიათ საავადმყოფოში დიაგნოზით – ორგანიზმის დასუსტება. მისი ოცნება 1967 წელს ასრულდა, როდესაც 20 წლის ბიჭმა პირველი ადგილი აიღო შეჯიბრზე ‘მისტერ მსოფლიო’. მომავალში არნოლდმა სხვა ტიტულები და ჯილდოები დაიმსახურა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შვარცნიეგერის დახმარებით ამ სპორტის სახეობის პოპულარობამ საგრძნობლად მოიმატა.

schwarzenegger-1

1968 წელს შვარცნეგერი აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ვისკონის უნივერსიტეტში ჩააბარა. განათლების წარმატებულად დასრულების შემდეგ, არნოლდმა გადაწყვიტა შეჯიბრებზე შეგროვილი ფული კომპანიაში ჩაედო, რომელიც სპორტსმენებისთვის–კულტურისტებისთვის ტანსაცმელის და ეკიპიროვკას დაამზადებდა.

__20141019_1694639649

არნოლდმა სახელი გაითქვა ფილმებით: „ბარბაროსი კონანი“ (Conan the Barbarian), „ტერმინატორი“, „მტაცებელი“ (Predator) და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“.
1990 წელს აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის(უფროსის) ბრძანებით შვარცნეიგერი დანიშნეს ფიზკულტურის და სპორტის კონსულტანტად. უამრავი წლის მანძილზე ის სხვადასხვა სპორტის პროგრამებს უჭერდა მხარს, რომლებიც ინვალიდი ბავშვებისთვის იყო გაკუთვნილი. 2003 წელს არნოლდ შვარცნეიგერმა მოიგო საგუბერნატორო არჩევნებში კალიფორნიის შტატში.

__20141111_2095073189

არნოლდმა 1977 წელს საჩოგბურთო ტურნირის დროს გაიცნო ჟურნალისტი მარია შრაივერი. 1986 წელს ისინი დაქორწინდნენ და დღემდე ერთად არიან. ყავთ ოთხი შვილი.

ბოდიბილდინგის კარიერა

არნოლდ შვარცნეგერმა ბოდიბილდინგის კარიერა დაიწყო 15 წლის ასაკში. ამ დროისთვის მისთვის იდეალად ითვლებოდა ბოდიბილდერი და მსახიობი რეგ პარკი.

1967 წელს ის გახდა “მისტერ სამყარო”. ამ დროისთვის მისი სიმაღლე იყო 183 სმ, მკერდის გარშემოწერილობა – 144 სმ , ბიცებსი – 52 სმ, ბარძაყი – 68,5 სმ, წვივები – 47 სმ. 1068 წელს მან მოიგო ევროპაში ბოდიბიდლინში ჩატარებული პირველობა.

ამის შემდეგ მან წარმატებით განაგრძო ბოდიბილდერის კარიერა და გახდა შვიდ გზის “მისტერ ოლიპიას” (1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975 და 1980 წლის “მისტერ ოლიპია”) ტიტულის მფლობელი.

1980 წელს შვარცნეგერმა დაასრულა ბოდიბილდერის კარიერა.

1988 წელს შექმნა და ორგანიზება გაუწია საკუთარ კონკურს “არნოლდ კლასიკი”.

map-with-asia

Comments

comments

არნოლდ შვარცნეგერი / Arnold Schwarzenegger – მოკლე ბიოგრაფია
თარიღი

იანვარი 4, 2014

კატეგორია

Image – link