შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

EXCLUSIVE!!! თბილისის დინამო ობაფემი მარტინსთან აწარმოებს მოლაპარაკებას

 EXCLUSIVE!!! თბილისის დინამო ობაფემი მარტინსთან აწარმოებს მოლაპარაკებას
სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისის დინამო 34 წლის ვეტერანი ნიგერიელის, ობაფემი მარტინსის დამატებას გეგმავს. მარტინსის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. მარტინსი ბოლოს ჩინურ შანხაი შენხუაში ასპარეზობდა, იანვრის შემდეგ კი თავისუფალი აგენტია.

ლეგენდარულ ნიგერიელს არაერთ ცნობილ გუნდში უთამაშია. იგი 2002 წელს ინტერში გამოჩნდა და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ იტალიურ გრანდში გაატარა. ინტერში 136 მატჩში 49 გოლი შეაგდო, ხოლო ნიგერიის ნაკრებში 42 მატჩში 18 გოლი. ობაფემი 2006 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა.

დინამოში ესპანელები მივიდნენ, რაც გუნდის თამაშზე არ აისახა. დინამო „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-4 ადგილზეა. თავდამსხმელის პოზიციაზე ანტონიო როხანომ გოლის გატანაც ვერ შეძლო.

ზაფხულში დინამოს ევროპალიგა ელის და როგორც ირკვევა რომან ფიფიამ დიდი ცვლილებები განიზრახა. სწორედ ამის ნაწილია მარტინსის ტრანსფერიც.
  • 9 146
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა