შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

სალაჰმა გაამხილა, რა უთხრა კლოპმა ლივერპულის მოთამაშეებს სეზონის წინ

 სალაჰმა გაამხილა, რა უთხრა კლოპმა ლივერპულის მოთამაშეებს სეზონის წინ
ლივერპულის თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა, თუ რა უთხრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონის წინ.

"კლოპმა გვითხრა - 'გააგრძელეთ თავდაუზოგავად მუშაობა. თუ გსურთ, რომ კიდევ მოიგოთ რაიმე, ალბათ, უფრო რთული მატჩების მოგება მოგიწევთ, ვიდრე წინა სეზონში. დიახ, ჩემპიონთა ლიგა წარსულია. ეს წინა სეზონში მოხდა. ასე რომ, დაივიწყეთ ეს და ინადირეთ ახალ ტიტულებზე ახალ სეზონში' ". 

"თუ თამაშობ ლივერპულში, შენგან ყოველთვის ელიან ბევრს. საჭიროა, რომ რაღაც მოიგო. ფეხბურთში ყოველთვის ასეა. ხალხს სურს, რომ მათი კლუბი წარმატებული იყოს".

აღსანიშნავია, რომ ლივერპული ორი ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგაში ექვსი ქულით ლიდერობს. 
  • 40
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა