შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

სლოვაკი ჟურნალისტი, რომელთან ინტერვიუზეც სპორტსმენები რიგში დგებიან (ფოტოები)

 სლოვაკი ჟურნალისტი, რომელთან ინტერვიუზეც სპორტსმენები რიგში დგებიან (ფოტოები)
24 წლის მოდელი სიმონა ლესკოვსკა ბრატისლავადანაა. მას უჩვეულო ჰობი აქვს - გოგონას ძალიან უყვარს ჰოკეი და უკვე რამდენიმე წელიწადია, პოდიუმს სპორტულ ჟურნალისტიკაში მუშაობას უთავსებს. მიმზიდველობა და სექსუალური ფიგურა ის კოზირებია, რომელთა გამოისობითაც ჰოკეისტები რიგში დგომას არ უშინდებიან, რათა მის სლოვაკეთი 2015-ის სილამაზის კონკურსის ფინალისტს ინტერვიუ მისცენ.

საშინაო მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვაკების არცთუ შთამბეჭდავი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, სიმონა თავისი ნაკრების ერთგული ქომაგია და თანამემამულეების მხარდაჭერას აგრძელებს. სხვათა შორის, ეს ულამაზესი ჟურნალისტი ტურნირის სხვა მატჩებსაც ესწრება, რაც დამსწრე კაცთა აუდიტორიას ძლიერ ახარებს.

სლოვაკი ჟურნალისტი, რომელთან ინტერვიუზეც სპორტსმენები რიგში დგებიან (ფოტოები)















  • 1 443
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა