შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

ლუკაკუ ანდერლეხტში დაბრუნდა!

 ლუკაკუ ანდერლეხტში დაბრუნდა!
რომელუ ლუკაკუსა და ოლე-გუნარ სულშერის ურთიერთობა საბოლოოდ ჩამოიშალა. მანჩესტერში ბელგიელი აღარ სჭირდებათ. მას უკვე კლუბის ბაზაზეც კი არ მიესვლება. მანჩესტერი იუვენტუსთან მართავს მოლაპარაკებას, საუბარია პაულო დიბალას შეძენაზე. ეშმაკები მზად არიან ბებერ ქალბატონს ხურდაში ლუკაკუც მისცენ. 26 წლის ცენტრფორვარდის მიმართ ინტერესს ინტერიც იჩენს.

ამასობაში ლუკაკუ ბრიუსელშია და ფორმის შენარჩუნების მიზნით ბავშვობის გუნდ ანდერლეხტში ვარჯიშობს. ანდერლეხტის მწვრთნელი ვენსან კომპანი გახლავთ, რომელიც ლუკაკუსთან ძმაკაცობს. მან მეგობარს ხელი გაუმართა.

პრემიერ ლიგის სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება და ლუკაკუს ამბავი მანამდე უნდა გაირკვეს. მანჩესტერში შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
  • 29
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა