შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

ერიქსენი ტოტენჰემს ტოვებს და პრემიერ ლიგის სხვა გრანდში ითამაშებს

 ერიქსენი ტოტენჰემს ტოვებს და პრემიერ ლიგის სხვა გრანდში ითამაშებს
დანიის ნაკრებისა და ინგლისური ტოტენჰემის ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა მანჩესტერი იუნაიტედში გააგრძელოს კარიერა.  ამის შესახებ Daily Mail წერს. 

"ფეხბურთელით აქამდე რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა. რეალმა და ატლეტიკომ წინადადებები გააკეთეს, მაგრამ დეზებმა უარით გაისტუმრეს. 

ახლა კიდევ ერთი კანდიდატურა გამოჩნდა მოთამაშეზე - ეს მანჩესტერ იუნაიტედია. კლუბის ბოსები მზად არიან პოგბა გაყიდონ და გამომუშავებული თანხით კრისტიან ერიქსენი დაიმატონ", - წერს წყარო. 

აღსანიშნავია, რომ დანიელს ლონდონური კონტრაქტი მომდევნო ზაფხულში უმთავრდება. ამგვარად, ტოტენჰემი უნდა ეცადოს რომ ერთ-ერთმა ლიდერმა კლუბი უკვე ერთი წლის შემდეგ უფასოდ არ დათმოს.
  • 186
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა