შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

ნეიმარმა ლეონარდო დააიგნორა - რას წერენ ფრანგულ პრესაში?

 ნეიმარმა ლეონარდო დააიგნორა - რას წერენ ფრანგულ პრესაში?
დღეს, 2 აგვისტოს, "პსჟ"-ს სპორტული დირექტორი შენჩჟენში გუნდის ვარჯიშს ეწვია.

მოგეხსენებათ, ტომას ტუხელის შეგირდები ჩინეთში საფრანგეთის სუპერთასზე "რენთან" გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. 

როგორც ფრანგულ პრესაში იწერება, სავარჯიშო სესიის შემდეგ პარიზელთა ფეხბურთელები კლუბის ბრაზილიელ ფუნქციონერთან მონაცვლეობით მიდიოდნენ მასთან მისასალმებლად. ნეიმარმა კი თანამემამულეს უბრალოდ გვერდი აუარა.

აქამდე არსებული ცნობით, ნეიმარმა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.
  • 28
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა