სპორტის ამბები
რეკლამა

იური ტილემანსი: დე ბრუინი საუკეთესო ნახევარმცველია, მისგან ყველაზე მეტს ვსწავლობ 

იური ტილემანსი: დე ბრუინი საუკეთესო ნახევარმცველია, მისგან ყველაზე მეტს ვსწავლობ 

იური ტილემანსი: დე ბრუინი საუკეთესო ნახევარმცველია, მისგან ყველაზე მეტს ვსწავლობ 


ლესტერის ნახევარმცველმა იური ტილემანსმა თავისი კოლეგის კევინ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მანჩესტერ სიტის შვიდიანი პრემიერლიგაში თავის პოზიციაზე საუკეთესოა.დღესდღეობით ფეხბურთში ბევრი შესანიშნავი ნახევარმცველია და მე ვცდილობ ყველა მათგანს დადებითი კუთხით დავემსგავსო. ვცდილობ, ვუყურო სხვებს და მათზე ვისწავლო უკეთ თამაში. ზოგჯერ, როცა მათ ვუყურებ, ვფიქრობ: დიახ, აი ის, რაც მე მჭირდება იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. შემდეგ ამას ვარჯიშზე, პრაქტიკაში ვიმეორებ.ვფიქრობ, რომ ამჟამად პრემიერლიგაში საუკეთესო ნახევარმცველი კევინ დე ბრუინია. იგი შესანიშნავი პროფესიონალია და ყველა სხვა დანარჩენისგან გამოირჩევა, ფიზიკური თვალსაზრისით მას ყველაფერი დიდებულად აქვს, ძალიან ბევრს დარბის. ტექნიკურად ის ძალიან კარგია და რაც უმნიშვნელოვანესია ყველაფერს მარტივად აკეთებს. მისგან სწავლას ყველაზე მეტად ვცდილობ, თქვა 23 წლის ბელგიელმა თანამემამულის შესახებ.ტილემანსი მელიებს შარშან ზაფხულში, მონაკოდან, 38 მილიონ ევროდ შეუერთდა და 47 მატჩში 8 გოლი და 12 საგოლე პასი დააგროვა. რაც შეეხება დე ბრუინს, ის მორიგ გამორჩეულ სეზონს ატარებს და 35 მატჩში 9 გოლი და 19 საგოლე გადაცემა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერლიგის დარჩენილ 10 ტურში დე ბრუინი თანაგუნდელებს კიდევ 4-ჯერ გაატანინებს, ტიერი ანრის რეკორდს გაიმეორებს ერთ სეზონში 20 საგოლე გადაცემა.

0
FACEBOOK კომენტარები