შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

რაფაელ ნადალს საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 16 დოლარი დარჩა

 რაფაელ ნადალს საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 16 დოლარი დარჩა
მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი გაკოტრდა. ამის შესახებ We Are Tennis წერს, რომელიც 33 წლის სპორტსმენის ფინანსურ პრობლემებს მის ახალ იახტასთან აკავშირებს. 

TMZ Sports-ის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნადალმა თავისი ახალი იახტისთვის $110 მილიონზე მეტი გადაიხადა. მალიორკას მკვიდრს ახალ იახტაზე სტუმრებისთვის 12 კეთილმოწყობილი ოთახი, ფარეხი, მზის აბაზანები და ბარიც კი ექნება. 

წყარო ირწმუნება, რომ იახტის შეძენის შემდეგ ნადალს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს - უფრო მეტიც, საბანკო ანგარიშებზე მას მხოლოდ $16 დოლარი შემორჩა. 

ნადალი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა 80 Sunreef Power catamaran-ზე. აქამდე ესპანელი $3 მილიონის ღირებულების იახტას ფლობდა.
  • 1 175
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა