შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

დინამოს ფეხბურთელმა თინა კანდელაკთან სექსის ისტორია გაიხსენა

 დინამოს ფეხბურთელმა თინა კანდელაკთან სექსის ისტორია გაიხსენა
ბრეტსკის დინამოში მოასპარეზე უკრაინელმა ფორვარდმა, არტიომ მილევსკიმ Match TV-ის გენერალურ პროდუსერ თინა კანდელაკთან ურთიერთობა გაიხსენა. მაშინ მილევსკი კიევის დინამოში თამაშობდა.

"ახალგაზრდობაში მასთან ურთიერთობა მქონდა... კონკრეტულად - ვიყავი თუ არა კანდელაკთან ერთად? დიახ. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ის კიევში ყველაზე ჭკვიანის გადასაღებად იყო ჩამოსული. როგორც მითხრეს, რესტორანში მეგობრებთან ერთად იჯდა და იკითხა, ვინ იყო ყველაზე მოდური ფეხბურთელი - მას ჩემი ნომერი მისცეს. 

სიმართლე გითხრათ, ცოტა რამ მქონდა მოსმენილი თინა კანდელაკის შესახებ და არც ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა. მალევე უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა: 'პრივეტ, მე თინა კანდელაკი ვარ'. ვუპასუხე, თუ რა სურდა. ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ შემდეგ მიმოწერა გვქონდა და ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით. დიდ მოკითხვას გადავცემ თინას... ის დიდებულია", - განაცხადა მილევსკიმ ევგენი სავინასთან ინტერვიუში, რომელიც Youtube-ზე КраСава-ს არხმა გამოაქვეყნა.
  • 170
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა