შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

რამდენს იხდიან საქართველოს ჩემპიონატში? - მძიმე სტატისტიკა

 რამდენს იხდიან საქართველოს ჩემპიონატში? - მძიმე სტატისტიკა
საერთაშორისო ორგანიზაცია Sporting Intelligence საფეხბურთო ლიგებში საშუალო წლიური ხელფასების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში 2018 წლის შედეგებია მოყვანილი. 

საქართველოს ეროვნული ლიგა რეიტინგში 50-ე ადგილზეა. პირველი გუნდის ფეხბურთელს საქართველოში წლიურად საშუალოდ 13 403 ევროს უხდიან. ლარებში რომ გადავიყვანოთ, დღევანდელი კურსით 43 743 ლარი გამოდის. ფაქტია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მთლად სახარბიელო ვერ არის. ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა და პერსპექტიული ქართველების კლუბში დამაგრება ამ ხელფასით ფაქტობრივად შეუძლებელია. შედარებისთვის, მეზობელ აზერბაიჯანში ფეხბურთელებს წლიურად 4-ჯერ მეტს უხდიან - 52 638 ევრო. თუმცა, არიან ჩვენზე უფრო უბედურებიც, სომხეთში ფეხბურთელის საშუალო წლიური ხელფასი 2 619 ევროა.

ტოპ 5 წამყვანმა ხუთმა საფეხბურთო ჩემპიონატმა დააკომპლექტა:

1) ინგლისის პრემიერ ლიგა - 3 379 520 ევრო

2) ესპანეთის ლა ლიგა - 2 487 194 ევრო

3) იტალიის სერია ა - 1 717 470 ევრო

4) გერმანიის ბუნდესლიგა - 1 578 100 ევრო

5) საფრანგეთის ლიგა 1 - 1 118 447 ევრო
  • 162
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა