შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

გარეთ ბეილი - ჩინეთი და $1 მილიონი კვირაში

 გარეთ ბეილი - ჩინეთი და $1 მილიონი კვირაში
ჩინური კლუბები ჯიანსუ სუნინგი და ბეიჯინ გუოანი მადრიდის რეალის შემტევს გარეთ ბეილს ეპატიჟებიან და ანაზღაურების სახით კვირაში ერთ მილიონ დოლარს სთავაზობენ. მას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უელსელი აზიაში გადავა, იგი ლეო მესის მერე (1.7 მილიონი ევრო კვირაში) ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

ბეილისა და ზინედინ ზიდანის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ფრანგმა პირდაპირ თქვა, რომ ბეილმა კლუბი უნდა დატოვოს,  საპასუხოდ უელსელის აგენტმა ზიდანს "სამარცხვინო" უწოდა. რეალი "საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე" მონაწილეობს, თუმცა ბეილს მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია.
  • 83
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა