შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

პრემიერ ლიგის ვარსკვლავი აპირებს აღიაროს, რომ გეია

 პრემიერ ლიგის ვარსკვლავი აპირებს აღიაროს, რომ გეია
ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავს სურს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ აღიარება გააკეთოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, კლუბი ჯერ უფლებას არ აძლევს მოთამაშეს, რომ საჯაროდ გააკეთოს ქამინგ აუთი - მიზეზი გულშემატკივრების შესაძლო უარყოფითი რეაქციაა. როგორც იწერება, ფეხბურთელს აუკრძალეს რაიმე საჯარო განცხადების გაკეთება კლუბთან შეთანხმების გარეშე. 

"მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქამინგ აუთი. ეს უკვე რამდენიმე თვეა, რაც სურს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა თანახმა არ არის.რა თქმა უნდა გუნდის ბოსებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელს, თუმცა მათ გულშემატკივართა შესაძლო რეაქცია აშინებს. 

კლუბში სურთ, რომ ქამინგ აუთი პირველმა გააკეთოს პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელმა, რათა მთელი ყურადღება მათმა მოთამაშემ არ მიიქციოს", - წერს განცხადებაში სპროტსმენთან დაახლოებული წყარო. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში ამჟამად არ თამაშობს არცერთი ფეხბურთელი, რომელმაც ქამინგ აუთი გააკეთა.
  • 142
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა