შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

ცნობილია - გადავა თუ არა ბეილი ჩინეთის ლიგაში

 ცნობილია - გადავა თუ არა ბეილი ჩინეთის ლიგაში

ჩინური კლუბი გუანჯოუ ევერგრანდი რეალის სუპერვარსკვლავ გარეთ ბეილს ეპატიჟება. ფეხბურთელის ყოველკვირეული ხელფასი 1.3 მილიონი დოლარი იქნება, რაც წლიურად 60 მილიონზე მეტია. ახლა კი Marca წერს, რომ ბეილი ჩინეთში წასვლას არ აპირებს.

 
ჩინეთის გარდა, 29 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგის სხვადასხვა კლუბს აკავშირებდნენ. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტომდე ღიაა, ამიტომ პრემიერ ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, ბეილმა უნდა იჩქაროს.
 
ბეილი რეალში 2013 წელს ტოტენჰემიდან გადავიდა და გუნდთან ერთად 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
  • 11
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა