შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

ტეკენის უახლეს ვერსიაში ტოჩინოშინი დაემატება

 ტეკენის უახლეს ვერსიაში ტოჩინოშინი დაემატება
ყველა თაობის საყვარელი თამაშის, ტეკენის შემქმნელმა დეველოპერულმა კომპანია Bandai Namco Entertainment-მა Tekken 8 Pro დააანონსა, რომელიც სავარაუდოდ 2020 წლის პირველ ნახევარში გამოვა. ტეკენის ახალი ვერსიის თამაში Playstation 4-ზე და Xbox One-ზე იქნება შესაძლებელი.

ჩვენთვის, ქართველებისთვის სასიხარულოა ის, რომ თამაშის პერსონაჟებს სუმოს პოპულარიზაციის მიზნით რამოდენიმე სუმოისტი დაემატება - მათ შორის გადაწყვეტილია, რომ ერთ-ერთი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იქნება.

 Bandai Namco Entertainment-ის ბორდის წევრმა, მასააკი ცუჯიმ განაცხადა:

"ჩვენი სურვილია ტეკენში დამატებული სუმოისტები მხოლოდ იაპონიიდან არ იყვნენ. ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით, მაქსიმალურ ინტერნაციონალიზაციას ვესწრაფვით."

ქართველ გეიმერებს წინ ემოციებით სავსე თავგადასავალი ელით...
  • 4 349
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა