შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

სტატიტიკა, რომელიც მოწმობს, რომ დღეს კოსოვო მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია

 სტატიტიკა, რომელიც მოწმობს, რომ დღეს კოსოვო მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია
კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბულგარეთი 3-2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბალკანურმა გუნდმა წაუგებელი სერია 14 მატჩამდე გაზარდა (9 გამარჯვება და 5 ფრე).

კოსოვო ბოლოს 2017 წლის 9 ოქტომბერს დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისლანდიამ 2-0 მოუგო. საგულისხმოა, რომ ეს ზედიზედ 9-მატჩიანი წაგებათა სერიის ბოლო მატჩი გამოდგა.

დღეს წაუგებელი სერიის ხანგრძლივობით კოსოვოს შემდეგ საუკეთესო პორტუგალიაა (10), რომელიც ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჩემპიონი გახდა.
  • 43
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა