შეიგრძენი სპორტი
რეკლამა

რონალდუმ დე ლიხტს იუვეში გადასვლა სთხოვა

 რონალდუმ დე ლიხტს იუვეში გადასვლა სთხოვა
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალია - ჰოლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ მატიის დე ლიხტს ტურინის იუვენტუსში ტრანსფერის შესახებ ჰკითხა. ერთა ლიგის ფინალურ მატჩში პორტუგალიამ ჰოლანდიელებს ანგარიშით 1:0 მოუგო.


რონალდუმ მკითხა, იუვენტუსში გადასვლა მინდოდა თუ არა. ცოტა შოკირებული ვიყავი, ამიტომ გავიცინე. თავიდან ვერ მივხვდი, რა მითხრა. ახლა დასასვენებლად წავალ და ვიფიქრებ, ჩემთვის უკეთესი რა იქნება. ჩემნაირი ახალგაზრდა მოთამაშისთვის იმ კლუბში გადასვლაა მნიშვნელოვანი, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, აიაქსის ფეხბურთელს ასევე ბარსელონას აკავშირებდნენ.
  • 26
პოპულალური
სპორტული ტელევიზია
რეკლამა