Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები

პროტეინი (Protein), იგივე ცილა ორგანული ნივთიერებაა, რომლებიც ამინომჟავების ჯაჭვისაგან შედგება. სწორედ პროტეინები შეადგენენ კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს. კუნთოვანი ქსოვილების ზრდა დადებით აზოტოვან ბალანსს მოითხოვს. გარდა ამისა, პროტეინებში გულისხმობენ სპორტული კვების ტიპს, რომელიც კონცენტრირებული ცილებისაგან შედგება. პროტეინი ყველაზე პოპულარული და ეფექტური საკვები დანამატია აქტიური სპორტით და ბოდიბილდინგით დაკავებული ადამიანებისთვის. პროტეინების კომპლექსი წარმოადგენს სპორტული კვების დანამატს ცილების მაღალი…

კრეატინი (Creatine) – შეუცვლელი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის და ცხოველის კუნთებში ინახება და საჭიროა ენერგეტიკული მიმოცვლისთვის და კუნთების ენერგიის წყაროს წარმოადგენს. ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 100-140გრ. კრეატინს შეიცავს. მისი დღიური დანახარჯი ჩვეულებრივ პირობებში 2 გრამია. კრეატინი ისეთივე აუცილებელია სასიცოცხლო პროცესებისთვის, როგორც ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმში სინთეზირება სამი ამინომჟავის საშუალებით –…

ამინომჟავა (Amino Acid) – ორგანული ნაერთია, რომელიც ცილების და კუნთოვანი ქსოვილების სამშენებლო მასალას შეადგეს. ადამიანის ორგანიზმში ამინომჟავებს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ – ისინი გამოიყენებიან ორგანიზმის ზრდის, აღდგენის, გაძლიერებისათვის, ჰორმონების, ანტისხეულების და ფერმენტების გამომუშავებისათვის. გარდა ამისა, ამინომჟავები კარგია ვარჯიშის შემდგომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტონუსის ასამაღლებლად, კანქვეშა ცხიმის კატაბოლიზმისათვის და ტვინის ინტელექტუალური მოქმედებისათვისაც კი. სულ 21 სახის…

ვიტამინები და მინერალები სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტებია, რომელთა მიღება მხოლოდ საკვები პროდუქტების, საკვები და სპორტული დანამატების საშუალებით არის შესაძლებელი. ამ ელემენტებს ხშირად როგორც „მიკრონუტრიენტებს“ ისე მოიხსენიებენ, რადგან ვიტამინები და მინერალები ორგანიზმს შედარებით მცირე რაოდენობით ესაჭიროება, ვიდრე ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ვიტამინები ვიტამინები ეს არის ორგანული ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ბიოლოგიური ფუნქციის უზრუნველსაყოფად. ჩვენს…

გლუტამინი (Glutamine) – არის ამინომჟავა, რომელსაც პირველი ადგილი უკავია სისხლში და კუნთურ ქსოვილიში თავისი შემცველობით. გლუტამინი აქტიურად მოქმედებს პროტეინების დაშლაზე და მათ სინთეზზე: აღნიშნული ამინომჟავის მიღების შემდეგ აქტიურდება პროტეინების სინთეზი და ნელდება პროტეინების დაშლა. გლუტამინი სპორტულ საკვებ დანამატში წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ საკვებ დანამატს. ბევრი სპორცმენი უპირატესობას ანიჭებს მას. აღნიშნული ამინოჟავა სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციას ასრულებს, რომელსაც…

სახრების აღმდგენი დანამატები ახშობს ნევრიულ ძარღვებს შორის ტკივილის იმპულსებს, ამცირებს ანთებას, ზრდის სისხლით მომარაგებას და ამცირებს კუნთების სპაზმს. ჩვენებები: ოსტეოპოროზი;  ოსტეოქონდროზი; ოსტეომიელიტი; მოტეხილობები, იოგების დაჭიმვა; ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ბურსიტი; სახსრებზე და იოგებზე დიდი ფიზიკური დატვირთვები შეიძლება ქრონიკული ტკივილების და დისტროფიული პროცესების გამომწვევი მიზეზი გახდეს. პროფესიონალური თუ სამოყვარულო სპორტით დაკავებული ადამიანის სახსრები ამ მხრივ მუდმივად საფრთხის ქვეშაა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა…

თანამედროვე სპორტი წარმოუდგენელია სპორტული დანამატების გარეშე და გეინერიც წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ სპორტულ საკვებ დანამატს. სხვადასხვა სახის რეკლამის მიუხედავად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სპოცმენების უმრავლესობა საფუძვლიანად ვერ ერკვევა თუ რა არის გეინერი. ზოგიერთი დღესდღეობითაც დარწმუნებულია, რომ სპორტული საკვები დანამატები უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯამრთელობაზე, ზოგიერთი ამტკიცებს რომ ”ქიმიური” პროდუქტია, ზოგი კი პროტეინის და გეინერის მნიშვნელობას აიგივებენ. ჩვენ შევეცდებით…

სპორტულ კვებაში ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ენერგეტიკებს (Pre-Workout Supplements), რომლებიც ზრდიან ამტანობას, ამაღლებენ ძალოვან მაჩვენებლებს და ვარჯიშის მოტივაციას. ენერგეტიკები ხსნაა იმ სპორტსმენებისათვის, ვისაც ხანგრძლივი ვარჯიში უწევს და არ აქვს საშუალება სხვა გზით აინაზღაუროს ორგანიზმის ენერგეტიკული დანაკარგები. ენერგეტიკები ვარჯიშს უფრო ეფექტურს ხდიან, ზრდიან კუნთების ტონუსს და ამცირებენ დაღლილობის გრძნობას. ენერგეტიკები გამოიყენება სპორტის ისეთ სახეობებში, რომლებიც…

ცხიმისმწველები (Fat Burners) – სპორტული კვების სახეობაა ან სპეციალური პრეპარატებია, რომლებიც შექმნილია ზედმეტი ცხიმოვანი გროვების შესამცირებლად. ცხიმისმწველები ხელს უწყობენ სხეულის მასის შემცირებას, ხდიან კუნთებს უფრო რელიეფურს, ხელს უწყობენ ვარჯიშზე კონცენტრაციას და აადვილებენ მას. ცხიმისმწველების მოქმედების ძირითადი მექანიზმებია: ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სტიმულაცია, მადის შემცირება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ცხიმების და ნახშირწყლების შეწოვის შემცირება, ცხიმოვან ქსოვილებში ცხიმის სინთეზის…

ომეგა 3 (თევზის ქონი)   ომეგა – 3 რეკომენდებულია როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციისა და ლიპიდური სპექტრის გასაუმჯობესებელი ბიოლოგიურად აქტი-ური დანამატი. შემადგენლობა: მგ/1 კაფს. თევზის ქონის კონცენტრატი 1000 მგ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავები 340 მგ ეიკოზაპენტაენურ მჟავა EPA-180 მგ დოკოზაჰექსაენურ მჟავა DHA-120 მგ ვიტამინი E (D-ალფა ტოკოფეროლი) 1 სე ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ შეიცავს ქოლესტერინს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხორბალს,…

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია