სპორტის ამბები
რეკლამა

ლუკაკუ: 23 ფეხბურთელი ინფიცირებული იყო

ლუკაკუ: 23 ფეხბურთელი ინფიცირებული იყო

ლუკაკუ: 23 ფეხბურთელი ინფიცირებული იყო


ინტერის ბელგიელ ვარსკვლავს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რა ზომებს მიიღებს მილანური გრანდი რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ და დაეკისრება თუ არა მას ფინანსური ჯარიმა.რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ ინტერის 25 ფეხბურთელიდან 23 ინფიცირებული იყო.დეკემბერში 1-კვირიანი შვებულება გვქონდა, როდესაც ვარჯიშს დავუბრუნდით 25-დან 23 ფეხბურთელი ავად იყო. ვფიცავ, არ ვხუმრობ.რაჯა ნაინგოლანის კალიარის წინააღმდეგ გამართული მატჩის 25-ე წუთზე ჩვენი ერთ-ერთი მცველი (მილან სკრინიარი) შეუძლოდ გახდა. მან მოედანი დატოვა, რადგან მატჩის გაგრძელება არ შეეძლო. ყველა ახველებდა, მათ სიცხე ჰქონდა. ვარჯიშზე, ჩვეულებრივთან შედარებით ცხელი მეჩვენა საკუთარი თავი. გრიპის ვირუსს წლების მანძილზე არ შევუწუხებივარ.მატჩის შემდეგ, Puma-ს წარმომადგენლებთან ერთად უნდა გვესადილა. მათ მადლობა მოვუხადე და სახლში დასაძინებლად წავედი. იმ დროისათვის COVID-19-ზე ტესტირება არავის ჩაგვტარებია, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვი გვქონდა თუ არა ვირუსი, აღნიშნა რომელუ ლუკაკუმ.ნერაძურის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გაკეთებული განცხადების გამო, ლუკაკუს დისციპლინარული სასჯელი დააკისრეს და ბელგიელმა ვარსკვლავმა ბოდიში მოიხადა.

0
FACEBOOK კომენტარები