Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
16-laws-of-shoulder-training-cellucor-graphic-2


წოლჭიმი შტანგით თავს ზევით –  ეს არის საბაზო ვარჯიში დელტის კუნთის ჯგუფებისთვის. მოცემული ვარჯიში ძირითადად მოქმედებს გვერდითა და წინა დელტის კუნთის ჯგუფებზე. ასევე ვარჯიშის დროს იტვირთება ტრიცებსი.

დაწვრილებით გავარჩიოთ ჭიმწოლის შტანგით თავს ზევით შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdწოლჭიმი შტანგით მკერდიდან თავს ზევით – ფეხზე დამდგარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთის ჯგუფები (თავს წინიდან შესრულებისას მეტ წილად წინა დელტა იტვირთება განსხვავებით ვარჯიშის თავს უკნიდან შესრულების დროს)

საწყისი მდგომარეობა:

დადექით პირდაპირ, აიღეთ ხელში შტანგა და აწიეთ თავს ზევით. ფეხები განალაგეთ მხრების სიგანეზე.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ჩასუნთქვის დროს, დაუშვით შტანგა ზედა მკერდზე.

• ამოსუნთქვის დროს აწიეთ შტანგა ზევით.

ყურადღება მიაქციეთ: ვარჯიშის დაწყების წინ კარგად გაახურეთ წელის და დელტის კუნთები. შტანგის აწევის დროს უკან არ გადაიხაროთ, წელი ჩაგდებულია. სავარჯიშო წონების ზრდასთან ერთად გამოიყენეთ სავარჯიშო ქამარი, რომელიც დაგიცავთ წელის მოსალოდნელი ტრამვებისგან.

zim-sh-vverh1


number-2-coner-num-thწოლჭიმი შტანგით მკერდიდან თავს ზევით – სკამზე დამჯდარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთის ჯგუფები (თავს წინიდან შესრულებისას მეტ წილად წინა დელტა იტვირთება განსხვავებით ვარჯიშის თავს უკნიდან შესრულების დროს)

საწყისი მდგომარეობა:

დაჯექით სკამზე და მყარად დაეყრდენით ქუსლებს. ზურგი ჩააგდეთ. სამაგრიდან აიღეთ ხელში შტანგა და აწიეთ თავს ზევით.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ჩასუნთქვის დროს, დაუშვით შტანგა ზედა მკერდზე.

• ამოსუნთქვის დროს აწიეთ შტანგა ზევით.

ყურადღება მიაქციეთ: ვარჯიშის დაწყების წინ კარგად გაახურეთ წელის და დელტის კუნთები. სავარჯიშო წონების ზრდასთან ერთად გამოიყენეთ სავარჯიშო ქამარი, რომელიც დაგიცავთ წელის მოსალოდნელი ტრამვებისგან.

zim-sh-vverh2

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია