Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
zim-uzkim-hvatom-best


წოლჭიმი ხელის მოკლე ჩაჭდებით – არის ერთ-ერთი მთავარი, საბაზო ვარჯიში, რომელის შესრულებისას მუშაობაში მოდიან ტრიცებსის სამთავა კუნთის ყველა კუნთის ჯგუფები (გრძელი, ლატერალური და მედიალური).


number-1-coner-num-mdწოლჭიმი შტანგით ჰორიზონტალურ სკამზე

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ტრიცებსის სამთავა კუნთი

საწყისი მდგომარეობა:

დაწექით ჰორიზონტალურ სკამზე და ჩაჭიდეთ ხელები შტანგის ღერძს მხრების სიგანეზე ან ცოტათი შიგნით. ხელები ბოლომდე გაშლილია, წელი ჩაგდებული. ქუსლებით მყარად ეყრდნობით იატაკს.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ნელა, შესუნთქვის დროს, დაუშვით შტანგა ქვედა მკერდის შეხების წერტილამდე. იდაყვები დაიჭირეთ ახლოს სხეულის კორპუსთან.

• შტანგის ღერძის ქვედა კმერდის შეხებისას, ამოისუნთქეთ და ძლიერად აწიეთ შტანგა მაღლა.

აუცილებელია გახსოვდეთ:

• ვარჯიშის შესრულების დროს არ მოაცილოთ საჯდომი სკამს.

• არ გამოიყენოთ ხელების ძალიან ახლო ჩაჭიდება, რაც ძალიან უარყოფითად იმოქმედებს იდაყვის სახრებზე.

• არ გაიტანოთ იდაყვები განზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დატვირთვა მოხდება მკერდის კუნთების.

• შეეცადეთ არ გამოიყენოთ ხელის გახსნილი ჩაჭიდება, დიდია ალბათობა შტანგის ხელიდან გადმოვარდნის.

ვარჯიშის შესრულებისას, იმისთის, რომ მხოლოდ დაიჭიმოს ტრიცებსის კუნთის ჯგუფები, თქვენ უნდა დაუშვათ შტანგა ქვედა მკერდზე. იდაყვები აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სხეულის კორპუსთან ახლოს. შტანგის მაღლა აწევისას ბოლომდე გაშალეთ ხელები, რა დროსაც მაქსიმალურად შეიკუმშება ტრიცებსის კუნთის ჯგუფები. შესუნთქვისას – შტანგა მოძრაობს მდორედ ქვევით, ამოსუნთქვისას – ძლიერად ზევით.

zim-uzk1

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია