Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
jim-ganteley-best.jpg.pagespeed.ce.W040Ar-T4p


წოლჭიმი განტელით – ეს არის ერთ-ერთი მთავარი საბაზო ვარჯიში, რომელიც ანვითარებს მკერდის კუნთის ჯგუფებს. დამატებით ასევე ვარჯიშის დროს მონაწილეობენ დელტის კუნთის ჯგუფები და ტრიცებსი. წოლჭიმ შტანგით ვარჯიშთან შედარებით, წოლჭიმი განტელით ვარჯიში გვაძლევს მოძრაობის მაღალი ამპლიტუდის საშუალებას. ამის გარდა, თითოეული ხელი მუშაობს ცალცალკე, რასაც მოქმედებაში მოყავს მკერდის კუნთის ჯგუფის სტაბილიზატორები, რაც მოითხოვს თქვენ ყურადღებას და კონცენტრაციას.

მოდით დაწვრილებით გავარჩიოთ წოლჭიმის განტელით შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdწოლჭიმი განტელით ჰორიზონტალურ სკამზე

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მკერდის კუნთები

დამატებით მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთები

• ტრიცებსი

საწყისი მდგომარეობა:

აიღეთ ხელში განტელები და დაწექით ჰორიზონტალურ სკამზე. ბეჭებს შორის მანძილი მინიმალურია . წელი მორკალულია (ე.წ. ხიდი). ფეხის ქუსლებით მყარად ეყრდნობით იატაკს.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, აწიეთ განტელები მაღლა და შეატყუპეთ.

• ჩასუნთქვის დროს შეუფერხებლად ჩამოუშვით განტელები და დაუბრუნდით ვარჯიშის საწყისს მდგომარეობას.

ვარჯიშის შესრულების დროს ყურადღება მიაქციეთ განტელების მოძრაობის ტრაექტორიას. თქვენ უნდა აწიოთ და დაუშვათ განტელები თანაბრად. იდაყვები დაიჭირეთ განზე. განტელები მოძრაიბენ ერთი ვერტიკალური მიმართულებით. ზედა წერტილში განტელების მიახოლება (შეტყუპება) ზრდის კუნთის მუშაობის დინამიკას და ასევე მთელი ვარჯიშის ეფექტურობას.

განტელის აწევის ბოლო წერტილში არ გაშალოთ ბოლომდე ხელები, რომ არ გადატვირთოთ ტრიცებსი.

zim-ganteley1


 number-2-coner-num-thწოლჭიმი განტელით დახრილ სკამზე

წოლჭიმი განტელით დახრილ სკამზე ვარჯიშის დროს დატვირთვა მოდის მკერდის დიდი კუნთის ჯგუფების ზედა ნაწილზე. 

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მკერდის კუნთის ჯგუფები (ძირითადი დატვირთვა მოდის ზედა ნაწილზე ვიდრე წოლჭიმი განტელით ჰორიზონტალურ სკამზე ვარჯიშის დროს).

დამატებით მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთები

• ტრიცებსი

საწყისი მდგომარეობა:

აიღეთ ხელში განტელები და დაწექით დახრილ სკამზე (დახრის კუთხე 45 გრადუსი). ბეჭებს შორის მანძილი მინიმალურია . წელი მორკალულია (ე.წ. ხიდი). ფეხის ქუსლებით მყარად ეყრდნობით იატაკს.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, აწიეთ განტელები მაღლა და შეატყუპეთ.

• ჩასუნთქვის დროს შეუფერხებლად ჩამოუშვით განტელები და დაუბრუნდით ვარჯიშის საწყისს მდგომარეობას.

zim-ganteley2

number-3-coner-num-thწოლჭიმი განტელით შებრუნებული დახრის კუთხის სკამზე

წოლჭიმი განტელით შებრულებული დახრის კუთხის სკამზე ვარჯიშის დროს დატვირთვა მოდის მკერდის დიდი კუნთის ჯგუფების ქვედა ნაწილზე.

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მკერდის კუნთის ჯგუფები (ძირითადი დატვირთვა მოდის ქვედა ნაწილზე ვიდრე წოლჭიმი განტელით ჰორიზონტალურ სკამზე ვარჯიშის დროს).

დამატებით მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთები

• ტრიცებსი

საწყისი მდგომარეობა:

აიღეთ ხელში განტელები და დაწექით შებრულებული დახრის კუთხის სკამზე (დახრის კუთხე – 45 გრადუსი). ბეჭებს შორის მანძილი მინიმალურია . წელი მორკალულია (ე.წ. ხიდი).

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, აწიეთ განტელები მაღლა და მცირედით შეატყუპეთ.

• ჩასუნთქვის დროს შეუფერხებლად ჩამოუშვით განტელები და დაუბრუნდით ვარჯიშის საწყისს მდგომარეობას.

zim-ganteley3


number-4-coner-num-thწოლჭიმი განტელით  – ხელის სათითაოდ აწევა 

ისევე როგორც წინა სახის ვარჯიშების, ასევე ხელის მონაცვლეობით წოლჭიმი განტელით ვარჯიშის შესრულებისას, სხვადასხვა დახრის კუთხის სკამზე, შესაძლებელია დაამუშავოთ სხვადასხვა მკერდის კუნთის ჯგუფების მონაკვეთები.

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მკერდის კუნთის ჯგუფები

დამატებით მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთები

• ტრიცებსი

საწყისი მდგომარეობა:

აიღეთ ხელში განტელები და დაწექით სკამზე. ბეჭებს შორის მანძილი მინიმალურია . წელი მორკალულია (ე.წ. ხიდი). ფეხის ქუსლებით მყარად ეყრდნობით იატაკს.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, აწიეთ ერთი ხელით განტელი მაღლა.

• ჩასუნთქვის დროს შეუფერხებლად ჩამოუშვით განტელი და აწიეთ მეორე ხელით.

• გააგრძელეთ მოძრაობა რიგრიგობით, ხელის მონაცლეობით.

zim-ganteley4

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია