Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
podem-tulovisha


მუცლის პრესის ვარჯიში. ტანის წამოწევა – ეს არის ერთ-ერთი ეფექტური და ძირითადი ვარჯიში მუცლის კუნთის ჯგუფებისთვის.

დაწვრილებით გავარჩიოთ  აღნიშნული ვარჯიშის შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdტანის წამოწევა დახრილ სკამზე

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მუცლის პრესი

საწყისი მდგომარეობა:

დაწექით სკამზე და ბოლომდე გამართეთ ზურგი. ხელები დაიჭირეთ მკერდთან და წელი გაასწორეთ მაქსიმალურად; ამოსუნთქვის დროს აწიეთ ზურგი და მოიხარეთ (მოირკალეთ) მაქსიმალურად; საწყისი მდგომარეობის დაბრუნების დროს კი ჩაისუნთქეთ; შეეცადეთ ვარჯიშის შესრულების დროს ნაკლებად მიახმაროთ ფეხის კუნთები; მაქსიმალური ყურადღება გადაიტანეთ მუცლის კუნთების დაჭიმვაზე. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე მაქსიმალური შედეგის მისაღებად თანდათანობით გაზარდეთ სკამის დახრის კუთხე.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, მუცლის კუნთების დაჭიმულობის ხარჯზე, წამოწიეთ ტანი.

• შესუნთქვის დროს ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

podem-tul1


 number-2-coner-num-thტანის წამოწევა რომაულ სკამზე

ტანის წამოწევა რომაულ სკამზე, ეფექტურობის თვალსაზრისით ჩამორჩება დახრილ სკამზე ტანის წამოწევის ვარჯიშს. რომაულ სკამზე საკამოდ ძლეირად მონაწილეობენ ფეხის კუნთები.

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მუცლის პრესი

საწყისი მდგომარეობა:

დაწექით რომაულ სკამზე და ბოლომდე გამართეთ ზურგი. დაიჭირეთ ხელები მკერდის წინ ან თავს უკან.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, მუცლის კუნთების დაჭიმულობის ხარჯზე, წამოწიეთ ტანი.

• შესუნთქვის დროს ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

იმისთვის, რომ შედარებიტ მეტად დავამუშაოთ მუცლის გვერდითა კუნთები, დაამატეთ წამოწევის დროს შემობრუნება მარჯვნივ და მარცხნივ. თუ შეატყობთ, ვარჯიშის შესრულება გიადვილდებათ, შეგიძლიათ ხელში დაიკავოთ დამატებითი წონა (ბლინი ან განტელი). მაგრამ იყავით ყურადღებით! ამით არ უნდა გააფუჭოთ ვარჯიშის შესრულების ტექნიკა.

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია