Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
top-10-best-tasti-facebook

თანამედროვე სპორტი წარმოუდგენელია სპორტული დანამატების გარეშე და გეინერიც წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ სპორტულ საკვებ დანამატს. სხვადასხვა სახის რეკლამის მიუხედავად, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სპოცმენების უმრავლესობა საფუძვლიანად ვერ ერკვევა თუ რა არის გეინერი. ზოგიერთი დღესდღეობითაც დარწმუნებულია, რომ სპორტული საკვები დანამატები უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯამრთელობაზე, ზოგიერთი ამტკიცებს რომ ”ქიმიური” პროდუქტია, ზოგი კი პროტეინის და გეინერის მნიშვნელობას აიგივებენ. ჩვენ შევეცდებით დაწვრილებით და თანმიმდევრობით მოგახსენოთ თუ რა არის გეინერი.

გეინერის შემადგენლობა:

გეინერი (Gainer) – სპორტული საკვები დანამატი, რომელიც ცილოვან-ნახშირწყლოვანი ნაზავისგან შედგება. გეინერის შემადგენლობაში შედის ნახშირწყლების ნაირსახეობა, რაც აძლევს თქვენს ორგანიზმს მიიღოს მაქსიმალური რაოდენობა ენერგიის და ოპტიმალური მარაგი გლიკოგენის კუნთურ ქსოვილში.

გლიკოგენინახშირწყალი, რომელიც შედგება გლუკოზის ერთეულების ჯაჭვისგან. ძირითადი მასა ნახშირწყლების ჩვენს ორგანიზმში (კუნთურ ქსოვილში და ღვიძლში) გროვდება გლიკოგენის სახით. გლიკოგენის მარაგი ძირითადში განსაზღვრავს ადამაინის კუნთური მასის მოცულობას და ენერგეტიკულ პოტენციალს.

გეინერი შეიცავს პროტეინს (ცილას), რომელიც სპოცმენის კუნთურ ქსოვილს აწვდის ამინომჯავების საჭირო რაოდენობას, რაც არადგენს ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ სხეულს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცილების უკეთ ათვისება ხდება ნახშირწყლებტან ერთად, რაც ამაღლებს მოცემული პროდუქტის (გეინერის) ზემოქმედების ეფექტს. ასევე კარგი ხარისხის გეინერი შეიცავს დამატებით ვიტამინებს და მინერალებს, ორგანიზმისთვის საჭირო ცხიმებს და მომნელებელ ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს პროდუქტის ათვისებას. ხშირად გეინერის მწარმოებლები პროდუქტში ამატებენ კრეატინს, გლუტამინს და სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებიც ამაღლებენ საერთო ანაბოლურ ეფექტს. ცხიმის შემცველობა გეინერში მინიმალურია, ხშირ შემთხვევაში უტოლდება ნულს. საერთო ჯამში გეინერის ესეთი შემადგენლობა ზრდის სპორცმენის ენერგო პოტენციალს და კუნთურ მასას, ორგანიზმში ცხიმგროვების დაგროვების გარეშე.

გეინერის დანიშნულება:

გეინერი – ეფექტური საშუალებაა ჩვენი ყოველდღიური კვების (შემადგნელობის) კორექციისთვის, რომელიც სამწუხაროდ არ არის იდეალური. გეინერის დანამატის მიღებით ჩვენ უზრუნველყოთ:

  • ნახშირწყლების და ამინომჟავების მარაგს ვარჯიშის დაწყების წინ, რის შემდეგ მაღლდება დატვირთვის ეფექტურობა და ინტენსიურობა მაქსიმალურად;
  • ცილების და ნახშირწყლების მარაგის დეფიციტის შევსებას ვარჯიშის შემდეგ – რაც უზურუნველყოფს კუნთური მასის ზრდას. ძალიან მნშივნელოვანია გეინერის მირება ვარჯიშის შემდეგ, რომ შეივსოს ეგეთწოდებული ”ნახშირწყლების” და ”ცილების ფანჯარა”. (”ფანჯარა”- ვარჯიშის შემდეგ პერიოდი (50-60წთ), როდესაც ორგანიზმში მაღალია ანაბოლიზმის და ათვისების დონე);
  • საერთო კვების რაციონის კალორიულობის გაზრდას.

ზოგიერთი აღნიშნავს, რომ აუცილებელი ნივთიერებების (ცილის, ნახშირწყლების, ამინომჟავების და სხვა) მიღება შეიძლება ჩვეულებრივი საკვებიდან, რაც თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად თქვენი ორგანიზმი უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს აითვისოს ამ რაოდენობის საკვები. ასევე ცილები და ნახშირწყლების უკეთესი ათვისება ხდება წყალთან ერთად. ამიტომ გეინერის ფხვნილის (შრატის) გახსნა წყალში, რძეში თუ წვენში, ოპტიმალურია ათვისებისთვის, განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ.

რომელი გეინერი ავირჩიოთ:

თუ რომელი გეინერი უკეთესია, დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ აღნაგობაზე. ადამიანებს, რომელთაც მაღალი ცხიმის შემცველობა აქვთ, უნდა აირჩიონ გეინერის პროდუქტი ცილის მაღალი შემცველობით, რადგან გეინერი ნახშირწყლების მაღალი შემცველობით გამოიწვევს ცხიმის ფენების მომატებას ორგანიზმში. ჭარბი წონის ადამიანებისთვის გეინერის მირება არ არის რეკომენდირებული, გონივრული იქნება მათთვის პროტეინის მიღება.

გამხდარი აღნაგობის ადამიანებისთვის აქ სიტუაცია პირიქითაა. სწარფი მეტაბოლიზმის გამო გამხდარი ადამიანებმა უნდა შეარჩიონ გეინერი დიდი ნახშირწყლების შემცველობით, რომ უზრუნველყოფილი იყოს კალორიული რაციონით ორგანიზმის შევსება, რაც გაზრდის კუნთური მასის ზრდას. ამავე დროს ცილაც უნდა იყოს ასახული ზემოთ თქმულ კვების რაციონში. ზუსტად ცილის შემცველობა განსაზღვრავს საბოლოოდ გეინერის თვითღირებულებას და ეფექტურობას.

ყველა მწარმოებელი უთითებს თითო ჯერზე მისაღები პორციის რაოდენობას, ხშირ შემთხვევაში არანაირ საფუძველზე დაყრდნობით. მაგალითად 250 – 350 გრ-ით თითო პორციის განსაზღვრით, საეჭვოა თქვენმა ორგანიზმა მოახერხოს მთლიანად მოცემული  კონკრეტული პროდუქტის ათვისება. ამ შემთხვევაში პროდუქტის დიდ ნაწილს (რაოდენობას) პირდაპირი მნიშვნელობით გაუშვებთ კანალიზაციაში და მალევე იძულებული გახდებით შეიძინოთ პროდუქტის კიდევ ერთი შეფუთვა დამატებით. გენიერის მიღების ოპტიმალური რაოდენობა ითველბა 100 – 150 გრ პორციაზე. ასე, რომ ზემოთ აღნიშნული პროდუქტის არჩევისას შეაფასეთ მასში 100 გრ გეინერის პროდუქტზე მკვებავი ნივთიერებების შემცველობა და არ დაუჯეროტ იმას რაც პროდუქტის ეტიკეტზეა მითითებული.

ქვენოთ მოყვანილია მაგალითები ზოგიერთ კონკრეტულ გეინერზე, რომლებიც პოპულარულია დღესდღეისობით. მოცემულია (ცხრილში) კალორიულობის შემცველობა პროდუქტის 100 გრ-ზე.

ნივთიერებების  შემცველობა

პროდუქტის 100 გრ

მწარმოებელი პროდუქტი კალორია ცილა ცხიმები ნახშირწყლები
AST MUSCLE  – XGF 467 50,7 24 12
BSN True – Mass 432 31,7 10,7 52,1
Dymatize High Protein Mega Gainer 395 39,5 2 53,3
Dymatize Mega Gainer 432 24 5,6 71,2
Multipower Muscle Super Gainer 389 21 3,5 67
Multipower Wheight Gainer 368 14 0,8 76
Nutrabolics Iso Gainer 386 33,5 6,1 49,2
Optimum Nutrition Pro Complex Gainer 390 34,6 4,4 53,5
Optimum Nutrition Serious Mass 374 15 1,2 75,4
Prolab N – Large 2 382 34,2 3,9 55,3
SAN Myodrive 336 33,6 2,5 42
Ultimate Nutrition Massive Whey Gainer 381 33,3 2,4 56,4
Ultimate Nutrition Muscle Juice 2544 408 22 6,8 64,8
Universal Nutrition Gain Fast 3100 368 15,3 1,3 74,7
Universal Nutrition Hard Fast 277 25 1,6 40,6
Universal Nutrition Real Gains 394 33,5 3,9 56,1
Weider Mega Mass 2000 367 19 1,6 68
Weider Mega Mass 4000 363 20 1,2 68

მოცემული ცხრილი შედგენილია მაგალითისთვის. არსებობს სხვა გეინერების ნაირხასეობა, რომელთა შემცველობასაც ასევე უნდა მიექცეს ყურადღება.

გეინერის მიღების წესი:

მიღების ოპტიმალური რაოდენობა თითო პორციაზე ითველბა 100 – 150 გრ. გაზავებული 300 – 500 მლ სითხეში. ნარევი აითქვიფება (მიქსერით ან შეიკერით) ერთგვაროვანი მასის (კოქტეილის) მიღებამდე და დალიეთ დღის განმავლობაში შემდეგი თანმიმდევრობით:

  • დილით, საუზმის შემდეგ მიიღეთ კალორიულობის და ენერგიის მარაგის აღსადგენად;
  • 1 – 2 საათით ადრე ვარჯიშამდე შესავსებად;
  • აუცილებლად ვარჯიშის დამთავრების შემდეგ – კუნთური მასის მაქსიმალურად ზრდისთვის. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ აქვს დიდი მნიშვნელობა გეინერის მიღებას, შეივსოს ეგრეთწოდებული ”ნახშირწყლების” და ”ცილების ფანჯარა”.

დაშვებულია ასევე გეინერის მიღება საერთო კვების რაციონის რაოდენობის ამაღლებისთვის დღის განმავლობაში. პროდუქტის მიღება რეკომენდირებულია მაშინაც, როცა რაიმე მიზეზის გამო ვერ ხერხდება ჩვეულებრივი საკვების მიღება.

გვერდითი მოვლენები:

გეინერი, როგორც სხვა სპორტული საკვები დანამატები არ წარმოადგენენ საფრთხეს თქვენი ჯამრთელობისთვის. აღნიშნული სპორტული დანამატი იქმნება ნატურალური საკვები კომპონენტებისგან, ამიტომ ის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი პროდუქტისგან, მისი მიღება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, ნებისმიერ ასაკში. ერთადერთი არასწორი შენახვის ან ნესტის შეღწევით, შესაძლებელია პროდუქტში მოხდეს მავნე ბაქტერიების გამრავლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომნელებელი სისტემის გაღიზიანება.

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია