Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
testosterone_anabolic_steroid

ანაბოლური ეფექტის დანამატები (Muscle Building Supplements) მიმართულია ორგანიზმში ანაბოლური პროცესების გასაძლიერებლად, ანუ ესაა ნივთიერებები, რომლებიც აჩქარებენ უჯრედების, ქსოვილების და კუნთების სტრუქტურული ელემენტების წარმოქმნას და განახლებას, ზრდიან ძალას და ენერგიას. ანაბოლური კომპლექსები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან შემადგენლობის მიხედვით, შეიძლება შეიცავდნენ მცენარეულ ექსტრაქტებს, ამინომჟავებს, ვიტამინებს და მინერალებს, ცხიმის მჟავებს, კრეატინს და სხვ.

ანაბოლური კომპლქსები არ უნდა აგერიოთ ანაბოლურ სტეროიდებში, რომლებიც დოპინგს წარმოადგენენ და აკრძალულია სპორტში. რა განსხვავებაა მათ შორის? ანაბოლური სტროიდები წარმოადგენენ მამაკაცური სასქესო ჰორმონის საფუძველზე წარმოებულ პრეპარატებს, რომელიც გამოიყენება ქსოვილების წარმოქმნისათვის. ანაბოლიკური სტეროიდები ხშირად ჯანმრთელობისათვის სახიფათო დარღვევების მიზეზი ხდებიან, რომელიც მოგვიანებით ვლინდება.
ჯანმრთელობისათვის სახიფათო ანაბოლურმა სტეროიდებმა დღესდღეისობით ადგილი ანაბოლურ კომპლექსებს დაუთმო. ანაბოლური ეფექტის შენარჩუნებასთან ერთად, ანაბოლური კომპლექსები არ ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე სახიფათო ზემოქმედებას, რადგან ისინი ნატურალური კომპონენტებისაგან შედგებიან: მინერალური ნივთიერებებისაგან, ამინომჟავებისგან, ვიტამინებისგან, პროტეინებისაგან, ნახშირწყლებისგან, რომლებიც ენერგიის გამოყოფას და სისხლში რკინის შემცველობის რეგულატორების სტიმულაციას ახდენენ. ანაბოლური კომპლექსების ამორჩევისას ყურადღებაა საჭირო, მათი შემადგენლობის შესწავლა და სპორტული კვების ექსპერტთან კონსულტაციის გავლა, რადგან ხშირ შემთხვევებში, ანაბოლური კომპლექსები მარკეტინგულ პროფანაციას წარმოადგენენ და არ ამართლებენ მწარმოებლის დანაპირებს, რაც დამოუკიდებელმა კვლევებმაც დაადასტურა. თუმცა მყიდველის მხრიდან ნაკლები ობიექტური ინფორმირებულობის გამო მათი რეალიზაცია მაინც წარმატებულად ხდება.
ხანდახან ისეთი რესპექტაბელური ბრენდებიც კი, როგორიცაა MHP, MuscleTech, BSN და სხვები, უშვებენ ისეთ ანაბოლურ კომპლექსებს, რომლებიც არ ახდენენ გავლენას კუნთოვან მასაზე და სხვა ათლეტურ პარამეტრებზე. ტერმინი „ანაბოლური კომპლექსი“ საკმაოდ ზოგადი დასახელებაა. საქმე იმაშია, რომ ანაბოლური თვისებები ჩვეულებრივ საკვებსაც კი გააჩნია. რაც მეტს ვჭამთ, მით მეტია ანაბოლიზმი, ანუ ფორმალურად პურის ფუნთუშაც კი ანაბოლური კომპლექსია.
ემპირიულად დადასტურებულია, რომ არ არსებობს არც ერთი საშუალება, რომელიც მაღალეფექტურია და ამასთან ერთად არ გააჩნდეს გვერდითი მოვლენები, ამიტომ დანამატის შეძენამდე მაქსიმალურად მიიღეთ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ.
ანაბოლური კომპლექსების პოპულარული ინგრედიენტები

მცენარეული კომპონენტებისგან, ყველაზე ხშირად იყენებენ:

კუროსთავი (Tribulus terrestris) – მცენარეული საშუალებაა, რომელიც ზოგიერთი ვარაუდის მიხედვით ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას, რის შედეგადაც იზრდება ძალოვანი მაჩვენებლების და კუნთოვანი ქსოვილები. თუმცა უკანასკნელი კვლევებით აღნიშნული დადასტურებული არ იქნა. მისი შემცველი დანამატების მიღება 4 კვირიანი ციკლით არის რეკომენდირებული და შემდეგ 2-4 კვირიანი შესვენების გაკეთება. იღებენ ჭამის შემდეგ 1-3-ჯერ, ისე რომ დღიური დოზა არ აჭარბებდეს 1500მგრ. დღეში. საშუალო დოზა 750მგრ.შეადგენს. მისმა ხანგრძლივმა მიღებამ, შეიძლება ტესტოსტერონის დამოუკიდებლად გამომუშვების უნარის დაქვეითება გამოიწვიოს. აქვს გვერდითი მოვლენები: საჭმლის მონელების დარღვევა, აგრესიულობა, გაღიზიანებადობა, აკნე, არტერიული წნევის რყევა და სხვ.

გრძელფოთლებიანი ევრიკომა (Eurycoma longifolia) – ეფექტურია. ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას და აძლიერებს ლიბიდოს. მცენარეული საშუალება, რომელიც ბოდიბილდინგში გამოიყენება როგორც ანაბოლური საშუალება. რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1000-3000მგრ. დღეღამეში. მაქსიმალური ეფექტისათვის დოზა შეიძლება გაზრდილი იყოს 5000მგრ.-მდე დღეღამეში. მიღების სიხშირე 3-ჯერ დღეში. ყიდვის დროს მიაქციეთ ყურადღება დოზას, თუ ის 500მგრ.-ზე ნაკლებია, მისი ეფექტი უმნიშვნელო იქნება.
ფორსკოლინი (Forskolin ან Coleonol) – ეფექტურია, იმავდროულად შეუძლია ცხიმოვანი მასის შემცირება. ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას, რის შედეგადაც იზრდება კუნთოვანი სხეულის მასა, აქვს სისხლძარღვების გაფართოების ეფექტი, რითიც უმჯობესდება კუნთების კვება, ზრდის ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მდგრადობას, აღადგენს პერიფერიულ ნერვულ ბოჭკოებს. სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1000მგრ.-ს. ფორსკოლინს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები. მისი მიღება არაა რეკომენდირებული ვისაც დაბალი არტერიული წნევა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს.
პროტოდიოსცინი (Protodioscin) – მცენარე Tribulus terrestris-ის მოქმედი ნივთიერება. სტეროიდული სტრუქტურისაა და მოიპოვება ზოგიერთ მცენარეში. ბოდიბილდინგში გამოიყენება ძალოვანი მაჩვენებლების და კუნთოვანი მასის გასაზრდელად.
იკარიინი (Icariin) – ეფექტურია. გამოიყენება როგორც ანაბოლური საშუალება, ამაღლებს ლიბიდოს, ზრდის აზოტის ოქსიდის პროდუქციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუნთებში, რითიც აჩქარებს ჟანგბადის და საკვების ნივთიერებების მიწოდებას. მოქმედებს როგორც ტესტოსტერონი და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილების სწრაფ ზრდას. ისკარინი ძირითადად გამოდის 10% და 20% ექსტრაქტის სახით. თუმცა გვხვდება უფრო მაღალი კონცენტრაციებიც. სადღეღამისო დოზა შეადგენს – 2გრ 10%-იანი ექსტრაქტი; 1გრ. 20%-იანი; ან 400მგრ. 50%-იანი ექსტრაქტი.
D-ასპარაგინის მჟავა (D-Aspartic acid ან DAA) – ეფექტურია. ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას. სადღეღამისო დოზაა 3გრ. განაწილებული 2-3 მიღებაზე, 3-5 კვირის მანძილზე.
ეკდისტერონი (20-Hydroxyecdysone, Ecdysterone ან 20E) – ეფექტურობა ჯერ ეჭვქვეშაა. ზრდის ცილების სინთეზს, ცილების და გლიკოგენის კუნთებში მიწოდებას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ინსულინის დონის სტაბილიზაციის გზით ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიკატაბოლური ეფექტი, ზრდის ძალას, გამძლეობას და კუნთოვან მასას. ყველა ცდებში, სადაც მიღებული იქნა დადებითი ეფექტი, ეკდისტერონი გამოიყენებოდა დღეღამეში 500მგრ. ექვივალენტი. თუმცა უმეტესად გაცილებით ნაკლები დოზებით იწარმოება. თუ დოზა 100მგრ.-ზე ნაკლებია, ასეთი დანამატი უსარგებლოა. მწარმოებლების უმეტესობა რეკომენდაციას იძლევა დანამატის ჭამის შემდეგ ან ვარჯიშის წინ მიღებაზე. ეკდისტერონი არ არის მავნე ჯანმრთელობისათვის, დიდი დოზის შემთხვევაში. თუმცა ექიმების რჩევით, სადღეღამისო დოზამ უმჯობესია არ გადააჭარბოს 800მგრ.-ს.
მეტოკსიიზოფლავინი (Methoxyisoflavone) – არაეფექტურია. ის გამოიყენება ბოდიბილდინგში როგორც სპორტული დანამატი, როგორც ანაბოლური მოქმედების მქონე დანამატი, თუმცა უკანასკნელი პერიოდის კვლევების დადგინდა, რომ ის არ ახდენს გავლენას კუნთოვან ან ცხიმოვან ქსოვილებზე და არ მოქმედებს მათი წარმოებაზე.
სიტოსტერინი (β-Sitosterol) – არაეფექტურია. მას ხშირად გამოიყენებენ ანაბოლურ კომპლექსებში, თუმცა ეს არაა გამართლებული და შეუძლია საპირისპირო ეფექტის მოტანაც. მწარმოებლები ირწმუნებიან, თითქოს სიტოსტერინი ზრდის სისხლში ტესტოსტერონის კონცენტრაციას, რაც სიმართლეა, თუმცა ეს ხდება ტესტოსტერონის დიგიდროტესტოსტერონად კონვერსიის დაქვეითების ხარჯზე. როგორც ცნობილია თავად ტესტოსტერონს არ აქვს ანაბოლური მოქმედება, კუნთოვანი მასის ზრდა კი დიგიდროტესტოსტერონის ხარჯზე ხდება, რადაც ის გადაიქცევა ორგანიზმში.

ცხიმოვანი მჟავები:

• ომეგა-3 (Omega-3) – ეფექტურია. ზრდის ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, რის გამოც ნახშირწყლები ნელა აითვისებიან, ამაღლებს ტონუსს და ამტანობას, ხელს უწყობს წონის დაკლებას, აქვეითებს კუნთოვანი ქსოვილის დაშლის პროცესს ვარჯიშს შემდეგ, ამცირებს აღდგენის დროს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, აძლიერებს ჰორმონების, მათ შორის ტესტოსტერონის პროდუქციას, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანია ბოდიბილდინგში. კუნთოვანი მასის გასაზრდელად რეკომენდირებული დოზაა 2-3გრ. ყოველდღიურად, წონის დასაკლებად კი – 3-4გრ.

არაქიდონის მჟავა (Arachidonic acid ან ARA) – ეფექტურია. არანაჯერი ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავა. აუცილებელია მუსკულატურის აღდგენის და ზრდისათვის, აუმჯობესებს ძალოვან მაჩვენებლებს და ამტანობას. სადღეღამისო დოზა შეადგენს 500-1000მგრ. დანამატის ყიდვის დროს მიაქციეთ დოზის რაოდენობას ყურადღება, ხშირად ისინი არასაკმარისია საჭირო ეფექტის მისაღებად. არაქიდონის მჟავა ნატურალური წარმოშობისაა და ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში შედის. არ აზიანებს ჯანმრთელობას და მცირე გვერდითი მოვლენები აქვთ. ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, შეუძლია ისეთი გვერდითი ეფექტების გამოწვევა, როგორიცაა ვარჯიშის მერე კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ესეც გამონაკლის შემთხვევებში.
ფოსფატიდილსერინი (1,2-diacyl-sn-glycerol-(3)-L-phosphoserine) – ეფექტურია. აჩქარებს აღდგენის პროცესს, ამცირებს კუნთებში ტკივილს, ზრდის ამტანობას, ამცირებს კორტიზოლის დონეს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას. ერთი თვის განმავლობაში დღეში 300მგრ. ცდებმა აჩვენა, რომ ფოსფატიდილსერინის მიღება სტრესთან გამკლავებაში დაეხმარა ახალგაზრდებს, ხოლო ფეხბურთელებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში 850მგრ.-ს იღებდნენ, გაეზარდათ ამტანობის დონე. ამ ეფექტს უკავშირებენ ფოსფატიდილსერინის თვისებას გააუმჯობესოს განწყობა და შეამციროს განგაშის გრძნობა, რაც მოქმედებს სპორტული მიღწევების გაუმჯობესებაზე. ფოსფატიდილსერინის რეკომენდირებული დოზაა 400-600მგრ. დღეღამეში, გაყოფილი სამ მიღებაზე. ფოსფატიდილსერინი ნატურალური პროდუქტია და პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება გულისრევის შეგრძნება, საჭმლის მონელების დარღვევა, უძილობა და სხვ.
ქოლინი (Choline ან Vitamin B4) – ეფექტურია. მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ფართოდ იყენებენ ბოდიბილდინგში, რადგან ხელს უწყობს შედეგების გაუმჯობესებას. ქოლინის დეფიციტი იშვიათად გვხვდება, რადგან ის საკმარისად მიეწოდება საკვებთან ერთად და გამომუშავდება ორგანიზმის მიერ. თუმცა ბოდიბილდინგში ვარჯიშის დროს იზრდება ქოლინზე მოთხოვნილება, განსაკუთრებით სტეროიდების და სხვა პრეპარატების მიღების დროს. ბოდიბილდინში ვარჯიშის დროს ოპტიმალური დოზის რაოდენობა მატულობს და დღეში 1-3გრ. შეადგენს. მაქსიმალური დოზა შეიძლება 3,5გრ. იყოს, ხოლო უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულის რევის შეგძნება, დეპრესია, წნევის დაწევა, ოფლიანობა, საჭმლის მონელების დარღვევა და სხეული გამოსცემს თევზის სუნს.

სხვა: 

6-OXO (4-Androstene-3,6,17-trione) – ეფექტურია. სხვადასხვა დანამატების აქტიური კომპონენტი, რომელიც ზრდის ტესტოსტერონ-ესტროგენის თანაფარდობას, თუმცა არ აქვს კუნთოვან მასაზე ზემოქმედების დადასტურებული ეფექტი. სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-600მგრ. ძილის წინ 4-6 კვირა. 6-OXO უსაფრთხო დანამატია, რომელსაც პრაქტიკულად გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.
• დეჰიდროეპიანდროსტერონი (Dehydroepiandrosterone ან DHEA) – არაეფექტურია. ნახევრადფუნქიონალური სტეროიდული ჰორმონი, ახდენს გავლენას ანდროგენულ რეცეპტორებზე.
ZMA – არაეფექტურია. წარმოადგენს თუთიის მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის კომპლექსს. 2004 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად ZMA არ მოქმედებს ტესტოსტერონის, ზრდის ჰორმონის, IGF-1, კორტიზოლის, კუნთოვანი მასის და ამტანობის დონის ზრდაზე და მიჩნეულია არაეფექტურად.

ზრდის ჰორმონი

ზრდის ჰორმონი (სომატოტროპული ჰორმონი, HGH, სომატოტროპინი, სომატროპინი) – ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონია, რომელიც აჩქარებს ორგანიზმის ზრდას. სპორტში გამოიყენება კუნთოვანი რელიეფის ფორმირებისათვის. ზრდის ჰორმონის სისხლში საბაზისო კონცენტრაცია 1-5მგ/მლ შეადგენს, ხოლო მატების შემთხვევაში შეიძლება 10-20 ან 45ნგ/მლ-საც კი მიაღწიოს.

ზრდის ჰორმონს შემდეგი ეფექტები გააჩნია:

• ანაბოლური მოქმედება – იწვევს კუნთების ზრდას;
• ანტიკატაბოლური მოქმედება – აფერხებს კუნთების დაშლას;
• წვავს ცხიმს;
• იწვევს ძვლების ზრდას და სიმაღლეში მატებას 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში (ზრის ზონის დახურვამდე), აძიერებს ძვლებს;
• ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს;
• აძლიერებს იმუნიტეტს.
ზოგიერთი ეფექტს პრეპარატი იწვევს უშუალოდ თავად, მაგრამ მისი ეფექტების მნიშვნელოვანი ნაწილი განპირობებულია სომატოტროპინის მოქმედების შედეგად ღვიძლში ინსულინისმაგვარი ზრდის ჰორმონის IGF-1 გამომუშავებით, რომელიც ახდენს შინაგანი ორგანოების ზრდის სტიმულაციას. პრაქტიკულად, სპორტში ზრდის ჰორმონის ყველა ეფექტი დაკავშირებული IGF-1-ის მოქმედებასთან.
ჰორმონის სეკრეცია ასაკთან ერთად კლებულობს. სომატოტროპინის საბაზისო დონე მაქსიმალურია ბავშვობაში და მინიმალურია ხანშიშესულ ასაკში. სომატოტროპინის სეკრეცია პერიოდულად ხდება და დღეღამის განმავლობაში რამდენიმე პიკი აქვს (ჩვეულებრივ პიკი ყოველ 3-5 საათში მიიღწევა). ყველაზე მაღალი პიკი ღამის პერიოდში მიიღწევა, დაძინების შემდეგ დაახლოებით ერთ საათში.

ზრდის ჰორმონი ბოდიბილდინგში

თავდაპირველად ზრდის ჰორმონის პრეპარატები გამოიყენებოდა სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა იმავდროულად ამ ჰორმონმა ფართო გავრცელება ჰპოვა სპორტში. ბოდიბილდინგში ზრდის ჰორმონი გამოიყენება სხვა ანაბოლურ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ზრდის ჰორმონის პოპულარობის მთავარი მიზეზი კანქვეშა ცხიმის რაოდენობის შემცირების უნარია. გარდა ამისა, სომატოტროპინის მიღება იწვევს მშრალი კუნთოვანი მასის, შემაერთებელი ქსოვილების და კუნთების უჯრედების მოცულობის გაზრდას სითხის დაგროვების ხარჯზე.
სომატოტროპინის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება ტრავმების სიხშირის შემცირებაა, რაც დაკავშირებულია მის უნართან გააძლიეროს ძვლოვანი და შემაერთებელი (მყესები, ხრტილები) ქსოვილები. ზრდის ჰორმონი ხელს უწყობს ტრავმების შემდეგ ქსოვილების შეხორცებას და აღდგენას.
უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის ჰორმონის პაუერლიფთინგში გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ ის არ იწვევს ძალოვანი მაჩვენებლების გაზრდას. სომატოტროპინი ასევე არ ზრდის ამტამობას და მწარმოებლურობას, და პირიქით, ამცირებს დაღლილობის ზღვარს და ანელებს აღდგენის პროცესს. ამიტომ სპორტის იმ სახეობებისათვის, სადაც ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია, სომატოტროპინის მიღება უსარგებლოა.
ზრდის ჰორმონი გამოიყენება რელიეფის მიღების მიზნით. სომატოტროპინის უპირატესობებია – მისი მაღალი ეფექტურობა, გვერდითი მოვლენების დაბალი სიხშირე, პრეპარატი არ მოქმედებს სასქესო ფუნქციებზე და პოტენციაზე, არ იწვევს ანდროგენულ ეფექტებს, ერთთვიანი კურსის შემდეგ საერთო მასა 3-4კგ.-ით იზრდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ იცვლება, რაც დაკავშირებულია პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ცხიმის დაკარგვის პროცესთან.
ზრდის ჰორმონის სტიმულატორები არიან: საკმარისი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, პროტეინის მოხმარება, ამინომჟავა არგინინი, ამინომჟავა გლუტამინი, კრეატინი.

გვერდითი მოვლენები: რადგან ზრდის ჰორმონი ბუნებრივი სახით გამომუშავდება, გვერდითი მოვლენების გამოვლინება იშვიათია. მსგავსი ეფექტები წარმოიშობა იმ შემთხვევებში, როცა ზრდის ჰორმონი გამოიყენება რეკომენდირებულზე მაღალი დოზებით და უფრო ხანგრძლივი დროით. ასეთ დროს შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენა: ტუნელის სინდრომი (კიდურების ტკივილი), სითხის დაგროვება, არტერიული წნევის გაზრდა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპერგლიკემია, აკრომელაგია, გულის და სხვა ორგანოების ჰიპერტროფია. თუმცა ყველა გვერდით მოვლენას უკუქცევითი ხასიათი აქვს.

ზრდის ჰორმონის კურსი ზრდის ჰორმონი შეიძლება გამოიყენონ როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა 20 წლის ზევით (უფრო ახალგაზრდებში შეიძლება ძვლების ასიმეტრიული განვითარება აღინიშნოს) მუსკულატურის და რელიეფის გამოსაკვეთად. მთლიანი მასა იზრდება უმნიშვნელოდ, რაც ცხიმის დიდი დანაკარგების შედეგია. გვერდითი მოვლენები კურსის მიმდინარეობის და დასრულების შემდეგ პრაქტიკულად არ ვლინდება და არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი მათ უკუქევადი ხასიათი აქვთ.
კურსი დაუშვებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის (ზრდის ჰორმონი მაღლა სწევს სისხლში გლუკოზის დონეს), ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ზრდის ჰორმონის პრეპარატებია: ჯინტროპინი (Jintropin), ანსომონი (Ansomone), გეტროპინი (Getropin), დინატროპი (Dynatrope), ბლუტოპსი (Blue Tops), ნეოტროპინი (Neotropin), ჰაიგეტროპინი (Hygetropin), კიგტროპინი (Kigtropin).

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია