Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
presi trenajoris blokze

მორკალვა ტრენაჟორის ზედა ბლოკზე – ეს არის ვარჯიში მუცლის კუნთების ჯგუფების, რომელიც, მიუხედავად იმის, რომ სრულდება დამატებითი წონით, სავსებით უსაფრთხოა ქვედა ზურგისთვის (წელისთვის). ამასთანავე, მოცემული ვარჯიში ხარისხიანად ამუშავებს როგორც გარეთა ისე მუცლის შიდა კუნთის ჯგუფებს. ამ ვარჯიშის ინტენსიური და სწორი შესრულება დაგეხმარებათ თქვენ მიიღოთ ძლიერი, რელიეფური და ლამაზი პრესი !

დაწვრილებით გავარჩიოთ  აღნიშნული ვარჯიშის შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdმორკალვა ტრენაჟორის ზედა ბლოკზე – მუხლებზე დამდგარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მუცლის პრესი

საწყისი მდგომარეობა:

დადექით მუხლებზე ბლოკის ტრენაჟორთან. მოკიდეთ ხელები თოკს და დაიხარეთ წინ.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, მუცლის კუნთების დაჭიმულობის ხარჯზე, დაიწყეთ მორკალვა იატაკის მიმართულებით.

• შესუნთქვის დროს ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

kneeling-cable-crunch



number-2-coner-num-thმორკალვა ტრენაჟორის ზედა ბლოკზე – ფეხზე დამდგარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მუცლის პრესი

საწყისი მდგომარეობა:

დადექით ზურგით ტრენაჟორისკენ. გადაიტარეთ მხრებზე თოკის ბოლოები,ჩაჭიდეთ ხელები და თოკი ჩამოიტანეთ მკერდთან.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, ჩააგდეთ ზურგი და მოქაჩეთ თოკი რაც შეიძლება ქვევით (იხილეთ ვიდეო). დაიწყეთ მოძრაობა იატაკის მიმართულებით.

• შესუნთქვის დროს ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

morkalva trenajoris zeda blokze



number-3-coner-num-thმორკალვა ტრენაჟორის ბლოკზე სკამზე დამჯდარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• მუცლის პრესი

საწყისი მდგომარეობა:

დაჯექით სკამზე ტრენაჟორის ბლოკისკენ ზურგით. მოკიდეთ ხელები თოკის ბოლოებს და მოიტანეთ მხრებთან.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, გადაიხარეთ წინ, მანამ სანამ , იდაყვები არ შეეხება ბარძაყებს.

• შესუნთქვის დროს ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

maxresdefault


Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია