Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
tyaga-v-naklone.jpg.pagespeed.ce._j2JwHs0Cq


დახრილზე განტელის ამოტანა – არის ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი საბაზო ვარჯიში, რომელიც ანვითარებს ცენტრალურ და ზედა მონაკვეთის ზურგის კუნთის ჯგუფებს. მოცემული ვარჯიშის შესრულებისას გამოიყენება სპეციალური დგომა, რომელიც გაძლევთ საშუალებას მთლიანად გამოთიშოთ დატვირთვისგან ზურგის ქვედა ნაწილი (წელი) და თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი ტრამვები. აღნიშნული ვარჯიში დაგეხმარებათ გამოასწოროთ ზურგის დისპროპორცია.

დაწვრილებით გავარჩიოთ დახრილზე განტელის ამოტანის შესრულების მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdდახრილზე განტელის ამოტანა

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ზურგის უგანიერესი

• დიდი და პატარა ზურგის მრგვალი კუნთები

დამატებით მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები

• უკანა დელტის კუნთის ჯგუფები

• ტრაპეციული კუნთის ჯგუფები

• ბიცებსი

ზურგის ზედაპირული კუნთები

zurgis kuntis jgupebi

საწყისი მდგომარეობა:

მარცხენა მუხლი შემოდეთ სკამზე. შემდეგ გადაიხარეთ და ხელით დაეყრდენით სკამს. ტორსი (სხეულის კორპუსი) პრაქტიკულად პარალელურია იატაკის. წელი ჩაზნექილი. მარჯვენა ფეხი დგას იატაკზე. მარჯვენა ხელით გიჭირავთ განტელი ნეიტრალური ჩაჭიდებით (იხილეთ სურათი).

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, ზურგის კუნთების შეკუმშვის ხარჯზე, განტელი ამოიტანეთ მუცელთან.

• შესუნთქვის დროს, დაუშვით განტელი საწყის პოზოციაში.

შეეცადეთ შეასრულოთ მოძრაობა მხოლოდ ზურგის კუნთების შეკუმშვის ხარჯზე, და არ დაიხმაროთ ხელის კუნთები. ამისათვის აწიეთ იდაყვი მაღლა და არ გაიტანოთ ძლიერად გვერდზე. შეინარჩუნეთ ზურგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და არ მოირკალოთ. არ იმოძრაოთ წელის არეში. სხეულის ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარჯიშის დროს მაქსიმალურად მუშაობს ზურგის კუნთები.

დახრილზე განტელის ამოტანის უპირატესობა შტანგის ამოტანასთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ ვარჯიში განტელით სრულდება დიდი ამპლიტუდით. ამის გარდა, ხელით სკამზე დაყრდნობით, თქვენ ხსნით ზედმეტ დატვირთვას წელის არედან და ამის ხარჯზე შეგიძლიათ ივარჯიშოთ დიდი წონებით, ტრამვის მიღების მინიმალური რისკით. ხელში დიდი წონის განტელის დასაჭერად გამოიყენეთ მაჯის თასმები.

Техника тяги гантели в наклоне

დახრილზე განტელის ამოტანის ვარჯიშის შესრულების დროს შეგიძლიათ ორივე ფეხებით დაყრდნოთ იატაკს. ამ დროს უბრალოდ გადაიხარეთ წინ და ერთი ხელით დაეყრდენით სკამის კუთხეს. ამ დროსაც ტორსი (სხეულის კორპუსი) პრაქტიკულად პარალელურია იატაკის. ვარჯიშის შესრულების ტექნიკა არ იცვლება.

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია