Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
ubijstvennaya-trenirovka-plechevogo-poyasa-1


განტელის აქნევა განზე – ეს არის ძალიან ეფექტური და იზოლირებული ვარჯიში დელტის შუა თავის კუნთის სავარჯიშოდ.

დეტალურად განვიხილოთ ამ ვარჯიშის, განტელის აქნევა განზე, შესრულების სხვადასხვა ვარიანტი და ტექნიკა.


number-1-coner-num-mdგანტელის აქნევა განზე – ფეხზე დამდგარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთის ჯგუფები (ძირითადი დატვირთვა დელტის შუა კუნთის თავზე)

საწყისი მდგომარეობა:

აიღეთ ხელში განტელები ნეიტრალური ჩაჭიდებით. დადექით პიდაპირ, სხეულის კორპუსით ოდნავ წინ გადაიხარეთ და მუხლებშიც ოდნავ მოხარეთ ფეხები. ხელებიც ოდნავ მოხრილია იდაყვებში.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთვის დროს, აწიეთ განტელები განზე.

• ჩასუნთქვის დროს დაუშვით ხელები საწყის მდგომარეობაში.

ყურადღება მიაქციეთ: შეასრულეთ ხელების აწევა ისე, რომ განტელების არ გაცდეს ყურებს. შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად მიახმაროთ სხეული და არ ამოძრაოთ ტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემცირდება ვარჯიშის ეფექტურობა. განტელები არ დაუშვათ ბოლომდე, შეეცადეთ დატოვოთ დელტები დაჭიმულ მდგომარეობაში. ამ ვარჯიშის შესრულების დროს არ არის სასურველი სავარჯიშოდ გამოიყენოთ დიდი წონები, წინააღმდეგ შემთხვევაშ თქვენ ვერ იგრძნობთ დელტის კუნთების მუშა პროცესს.

razvedenie-ganteley-tehnika


number-2-coner-num-thგანტელის აქნევა განზე – ხელის მონაცვლეობით

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთის ჯგუფები (ძირითადი დატვირთვა დელტის შუა კუნთის თავზე)

საწყისი მდგომარეობა:

აიღეთ ერთ ხელში განტელი, მეორე ხელი ძლიერად ჩაეჭიდეთ უძრავ საყრდენს.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთვის დროს, აწიეთ მუშა ხელი განზე.

• ჩასუნთქვის დროს, დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.

• საჭირო რაოდენობის შესრულების შემდეგ იგივე მოძრაობა შეასრულეთ მეორე ხელით.

otvedenie-ganteli-tehnika

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია