Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
Mathas-2


განტელის ამოტანა წოლჭიმში დახრილ სკამზე – კიდევ ერთი იზოლირებული ვარჯიში უკანა დელტის კუნთის. დახრილი სკამის გამოყენებით თქვენ გამორიცხავთ ე.წ. “ჩიტინგს” (ტანის დახმარებას).

საწყისი მდგომარეობა:

სკამზე დაწექით მუცლით და დაიწყეთ ხელის მოხრა, რომელშიც გიჭირავთ განტელები. სავარჯიშო შეარჩიეთ მცირე წონის განტელები, იმისთვის რომ რაც შეიძლება ხარისხიანად შეასრულოთ აღნიშნული ვარჯიში. აწიეთ განტელები და დაჭიმეთ უკანა დელტის კუნთები. აწევის ბოლო წერტილში რამოდენიმე წამით დააფიქირეთ ხელები და დაიწყეთ განმეორებითი მოძრაობა.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო იზოლირებული გახადოთ აღნიშნული ვარჯიში, შეასრულეთ თითო ხელის მონაცველობით, რაც დაგეხმარებათ უფრო მაღლა აიტანოთ განტელი.

ბევრს სპორტსმენებს უკანა დელტა ჩამორჩებათ სხვა კუნთებისგან განსხვავებით, ამიტომ გირჩევთ შეასრულოთ ეს ვარჯიში ყოველი დელტის კუნთის ჯგუფების ვარჯიშის დაწყების წინ.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• 1. დაწექით მუცლით დახრილ სკამზე.

• 2. დაიჭირეთ განტელები ორივე ხელში.

• 3. შესუნთქვის დროს მაღლა აიტანეთ განტელები მკერდის სიმაღლეზე.

• 4. ამოსუნთქვის დროს დაუშვით განტელები ქვევით.

ყურადღება მიაქციეთ იდაყვები იყოს განზე გატანილი და ატანის ზედა წერტილში მოხრილი 90* კუთხით.

tyaga-ganteley-leza

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია