Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
biceps3

ბიცებსი ტრენაჟორის ქვედა ბლოკზე – ეს არის იზოლირებული ვარჯიში ბიცებსის ორთავა კუნთის სავარჯიშოდ.

დაწვრილებით გავარჩიოთ ამ ვარჯიშის შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdბიცებსი ტრენაჟორის ქვედა ბლოკზე ფეხზე დამდგარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

საწყისი მდგომარეობა:

მოკიდეთ ხელი ტრენაჟორის ბლოკის სახელურებს შებრუნებული ჩაჭიდებით, ხელის გულებით ზევით – სახისკენ.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, დაჭიმეთ ბიცეფსი და აწიეთ ხელები.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიშის შესრულების დროს, დააფისქირეთ ერთ ადგილზე ხელის ზედა ნაწილი, რომელიც მთელი ვარჯიშის პერიოდში უნდა დარჩეს გაუნძრეველი.

 

number-2-coner-num-thერთი ხელის მოხრა ტრენაჟორის ბლოკზე ფეხზე დამდგარი 

მოცემული ვარჯიში სრულდება თითო ხელის მონაცვლეობით.

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

საწყისი მდგომარეობა:

დადექით ტრენაჟორისკენ ზურგით და მოკიდეთ ერთი ხელი ტრენაჟორის ბლოკის სახელურს შებრუნებული ჩაჭიდებით, ხელის გულით ზევით – სახისკენ.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, დაჭიმეთ ბიცებსი და მოხარეთ ხელი იდაყვში მხრის სიმაღლეზე.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელი და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

• შეასრულეთ გამეორებების საჭირო რაოდენობა და ვარჯიში გაიმეორეთ მეორე ხელით.


Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია