Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
podem-shtangi-biceps-best


ბიცებსით შტანგის ამოტანა – სავარჯიშო დარბაზებში ყველაზე პოპულარული ვარჯიში. ის არის ძირითადი, მთავარი ვარჯიში, ხელის ორთავა კუნთის – ბიცებსის სავარჯიშოდ. ეს ვარჯიში რეკომენდირებულია ნებისმიერი სახის სპორტსმენის ფიზიკური მომზადებისთვის.

დაწვრილებით გავარჩიოთ ბიცებსით შტანგის ამოტანის შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdბიცებსით შტანგის ამოტანა

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

საწყისი მდგომარეობა:

შტანგის ღერძს ხელი მოკიდეთ ხელის ქვევიდან ჩაჭიდებით და ბოლომდე გაშალეთ ხელები. მხრები სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე. მუხლებში ოდნავ მოიხარეთ.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• მდორედ, ამოსუნთქვის დროს, მოხარეთ ხელები იდაყვებში და აწიეთ შტანგა.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები, დაუშვით შტანგა და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ყურადღება მიაქციეთ: თუ ხელის ჩაჭიდება ვიწროა, მაშინ მეტი დატვირთვა მოხდება ბიცებსის გარეთა ნაწილის. თუ ხელის ჩაჭიდება განიერია, დატვირთვა მოდის ბიცებსის შიდა ნაწილზე.

ვარჯიშის შესრულების დროს ყურადღება მიაქციეთ იდაყვებს. ისინი განუნძრევლად მიბჯენილია სხეულის გვერდებზე. რომ არ მოვადუნოთ ბიცებსი შტანგის მოძრაობის ზედა წერტილში, არ გადაიტანით ხელები მკრედისკენ. შტანგა აწევის წედა წერტილში გააჩერეთ ნიკაპის პირისპირ.

ქვედა წერტილიში ხელები გაშალეთ ბოლომდე. თუ თქვენ ვარჯიშობთ დიდი წონებით, გამოერებების ბოლო ამოტანებზე მაიხმარეთ ტანიც. მაგრამ არ არის რეკომენდირებულია აშკარა ე.წ. “ჩიტინგის” გამოყენება. შესუნთქვისას – შტანგა მოზრაობს ქვევით. ამოსუნთქვის დროს – ზევით.

biceps-1


number-2-coner-num-thბიცებსით შტანგის ამოტანა – შებრუნებული ჩაჭიდებით

მოცემული ვარჯიში სრულდება შტანგაზე ხელის ზევიდან ჩაჭიდებით (იხილეთ სურათი). ამ ვარჯიშის შესრულებისას მეტად იტვირთება მხრის კუნთი – ბრახიალისი, რომელიც განლაგებულია ბიცებსის კუნთის ქვევით. ამ კუნთის გაზრით იზრდება ხელის მთლიანი მოცულობა.

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

• მხრის კუნთი – ბრახიალისი

საწყისი მდგომარეობა:

ხელი მოკიდეთ შტანგის გრიფს შებრუნებული ჩაჭიდებით და ბოლომდე გაშალეთ ხელები. მხრები წორად, ფეხები მხრების სიგანეზე. მუხლებში ოდნავ მოიხარეთ.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• მდორედ, ამოსუნთქვის დროს, მოხარეთ ხელები იდაყვებში და აწიეთ შტანგა.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

braxialis

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია