Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
conc-biceps


ბიცებსით განტელის ამოტანა – “პიკი” – ამ ვარჯიშის უპირატესობა მდგომარეობს ხელის მოძრაობის დიდ ამპლიტუდაში და განტელის ატანისას ზედა წერტილში პიკის ძლიერად შეკუმშვაში. ვარჯიშის შესრულების დროს მაქსიმალური დატვირთვა მოდის ბიცებსის კუნთზე.

დაწვრილებით გავარჩიოთ აღნიშნული ვარჯიშის შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdბიცებსით განტელის ამოტანა სკამზე დამჯდარი – “პიკი”

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

საწყისი მდგომარეობა:

დაჯექით სკამზე და ფეხები განათავსეთ მხრების სიგანის ოდნავ განზე. აიღეთ ხელში განტელი, ცოტათი წინ გადაიხარეთ და მარჯვენა ხელის იდაყვით დაეყრდენით მარჯვენა ფეხის შიდან ნაწილს (იხილეთ სურათი).

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, ამოიტანეთ განტელი ზედა მკერდთან ახლოს.

• ჩასუნთქვის დროს გაშალეთ ხელი და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

• შეასრულეთ ვარჯიშის ერთი მისვლის საჭირო რაოდენობა და გაიმეორეთ ვარჯიში მეორე ხელით.

conc-biceps1


number-2-coner-num-thბიცებსით შტანგის ამოტანა სკამზე დამჯდარი – “პიკი”

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

საწყისი მდგომარეობა:

დაჯექით სკამზე და ფეხები დაალაგეთ მხრების სიგანის ოდნავ განზე. აიღეთ შტანგა ხელში ვიწრო ჩაჭიდებით, გადაიხარეთ წინ და იდაყვებით დაეყრდენით სკამის კიდეს.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, ნელა მოხარეთ ხელები იდაყვებში და აწიეთ შტანგა მაღლა.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

conc-biceps2

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია