Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
bicepsi gantelit


ბიცებსით განტელის ამოტანა – ერთერთი საუკეთესო ვარჯიში ბიცებსის ორთავა კუნთის სავარჯიშოდ. განტელის უპირატესობა შტანგასთან მიმართებაში არის ხელის იდაყვში შემობრუნების აპლიტუდა, რაც უზრუნველყოფს ბიცებსის ორთავა კუნთის შედარებით ხარისხიან დამუშავებას.

დაწვრილებით გავარჩიოთ ბიცებსით განტელის ამოტანის შესრულების სხადასხვა მეთოდი და ტექნიკა:


number-1-coner-num-mdბიცებსით განტელის ამოტანა ფეხზე დამდგარი

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

საწყისი მდგომარეობა:

მოკიდეთ ხელი განტელებს და დადექით პირდაპირ. იდაყვები მიბჯენილია სხეულს გვერდებიდან და მთელი მოძრაობის განმავლობაში რჩებიან გაუნძრეველი.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, მოხარეთ ხელები იდაყვებში და აწიეთ განტელები.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

 biceps-11

ბიცებსით განტელის ამოტანა იდაყვში მობრუნებით

შტანგისგან განსხვავებით, განტელით შეგიძლიათ, ბიცებსის ვარჯიშის დროს, ხელის იდაყვში მობრუნება (სუპინაცია), რაც დამატებით მუშა პროცესში ჩართავს მხრის კუნთს – ბრახიალის.

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

• მხრის კუნთი – ბრახიალისი

საწყისი მდგომარეობა:

მოკიდეთ ხელი განტელებს და დადექით პირდაპირ. გეჭიროთ განტელები ნეიტრალური ჩაჭიდებით, ხელის გულები მიმართულია ერთმანეთისკენ. იდაყვები მიბჯენილია სხეულს გვერდებთან და მთელი მოძრაობის განმავლობაში რჩებიან გაუნძრეველი.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, მოხარეთ ხელები იდაყვებში და აწიეთ განტელები (აწევის ბოლო წერტილში იდაყვები შემოატრიალეთ, ისე რომ განტელები მიმართული იყოს მკერდისკენ).

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

biceps-44


number-2-coner-num-thბიცებსით განტელის ამოტანა სკამზე დამჯდარი

მოცემული ვარჯიში სრულდება შტანგაზე ხელის ზევიდან ჩაჭიდებით (იხილეთ სურათი). ამ ვარჯიშის შესრულებისას მეტად იტვირთება მხრის კუნთი – ბრახიალისი, რომელიც განლაგებულია ბიცებსის კუნთის ქვევით. ამ კუნთის გაზრით იზრდება ხელის მთლიანი მოცულობა.

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

საწყისი მდგომარეობა:

დაჯექით სკამზე და მოკიდეთ ხელი განტელებს.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, მოხარეთ ხელები იდაყვებში და აწიეთ განტელები.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

biceps-22

ბიცებსით განტელის ამოტანა სკამზე დამჯდარი, ხელის შებრუნებული ჩაჭიდებით

მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• ბიცებსი (ხელის ორთავა კუნთი)

• მხრის კუნთი (ბრახიალისი)

საწყისი მდგომარეობა:

დაჯექით სკამზე და მოკიდეთ ხელი განტელებს ზევიდან ჩაჭიდებით (იხილეთ სურათი).

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ამოსუნთქვის დროს, მოხარეთ ხელები იდაყვებში და აწიეთ განტელები.

• ჩასუნთქვის დროს ნელა გაშალეთ ხელები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

biceps-33

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია