Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
bananis-sasargeblo-tvisebebi

 ყველასთვის ცნობილია, რომ მძიმე და დამღლელი ვარჯიშის შემდეგ გლიკოგენის მარაგი კუნთის ქსოვილში მცირდება. ეს განპირობებულია იმით რომ კუნთის ქსოვილი იღებს აუცილებელ ენერგიას გლუკოზისგან, რომელიც თავის მხრივ წარმოიქმნება გლიკოგენისგან. თუ ჩვენ ყურადღებას არ მივაქცევთ ვარჯიშის შემდეგ ნახშირწყლების დროულ მიღებას, მაშინ დაიწყება კუნთის უჯრედის დაშლის პროცესი, ე.წ. კატაბოლიზმი. ჩნდება კითხვა, თუ როგორ არ მივცეთ საშუალება კატაბოლიზმის პროცესის დაწყებას? ამისთვის საჭიროა ვარჯიშის დასრულებისთანავე მივიღოთ სწრაფი ნახშირწყლები, რომელიც კუნთის უჯრედებს შეავსებს გლიკოგენით.

ხშირ შემთხვევაში ბანანი გამოიყენება, როგორც ნატურალური პროდუქტი ოგანიზმისთვის ენერგიის (გლიკოგენის) წყაროდ, ვარჯიშის დასრულებისთანავე. ბანანის შემადგენლობა მდიდარია ნატურალური შაქარით, რომელიც სწრაფი მონელებისთანავე ხვდება სისხლში. ეს არის მადის მოკვლის ჯამრთელი საშუალება, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ავსებს საჭირო ენერგიით, რაც აუცილებელია მძიმე და ინტენსიური ვარჯიშის შემდგომ. 100 გრ ბანანის შემადგენლობა შეიცავს 90 კგ.კალორიას. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს. ბანანი ითვლება კალიუმის საუკეთესო წყაროდ, რომელიც სპორტსმენის ორგანიზმიდან ოფლთან ერთად გარეთ გამოდის, რომელიც თავის მხრივ იწვევს კალიუმის ნაკლებობას ორგანიზმში, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კრუნჩხვებამდე. ბანანი შეიცავს ამინომჟავა ტრიფტოფანს, რომელიც გარდაიქმნება სეროტონინინად, რომელიც ადუნებს ორგანიზმს, რაც მნიშვნელოვანია ვარჯიშის შემდეგ და ასევე ამაღლებს საერთო განწყობას.

ზოგადად სეროტონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ასევე ადამიანის სექსუალურ ქცევაში,  ინტიმური ურთიერთობების ფორმირებაში.

ბანანი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის კრიტიკული დღეების, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ბანანში ბევრია B ჯგუფის ვიტამინი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, აწესრიგებენ ძილს, ამაგრებენ თმასა და ფრჩხილებს, ხელს უშლიან კანის გამოშრობას და მუწუკების (გამონაყრის) წარმოქმნას.

აღსანიშნავია ის რომ გამომშრალი (ჩირი) ბანანი შეიცავს ხუთჯერ მეტ კგ.კალორიას ვიდრე ახალი (ცოცხალი), რადგან გამომშრალ ბანანში წყლის შემცველობა ნაკლებია.

ბანანი ციტრუსის ხილისგან განსხვავებით არ იწვევს ალერგიულ გაღიზიანებას, შესაბამისად მისი მიღება შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით.

დასკვნა:

მძიმე და ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი მოითხოვს კუნთის ქსოვილები შეივსოს გლიკოგენის მარაგით, რომელიც სინთეზირდება შაქრისგან (გლუკოზისგან და ფრუქტოზისგან). ამისთვის იდეალური საშუალებაა ბანანი. მათი მიღება ვარჯიშის შემდგომ სპორტსმენის ორგანიზმს შეავსებს  ენერგიით და ხელს შეუშლის კატაბოლიზმის პროცესს (კუნთის უჯრედის დაშლის პროცესს).

ბანანის მიღება შეიძლება არა მარტო ვარჯიშის შემდეგ, ასევე ვარჯიშის დაწყების წინ ან დღის ნებისმიერ შუალედში, იმ დროს როდესაც არ გაქვთ საშუალება იკვებოთ. რადგან ორგანიზმი და კუნთური სისტემა მოითხოვს ენერგიის წყაროს, ბანანი იდეალური საშუალებაა წახემსებისთვის. 2-3 ცალი ბანანის მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოიკლათ შიმშილი 1-2 საათით.

ბანანი ძილის წინ

ძილის წინ ათლეტებისთვის და სპორსტმენებისთვის აუცილებელია ნელი მოქმედების პროტეინის (მაგ, კაზეინის) მიღება, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გამოკვებავს სხეულის კუნთებს. რადგან ბაბანის შემადგელობაში შედის ძირითადად სწრაფი ნახშირწყლები, ძილის წინ მათი მიღება არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ზედემტი ენერგია არ გადავიდეს ცხიმში.

ბანანი არ არის რეკომენდებული ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევებში, ასევე, ქალბატონებისთვის, რომლებსაც თრომბოფლებიტი ან ვარიკოზი აწუხებთ. მას სისხლის შედედების უნარი აქვს, რაც ამაღლებს ვენებისა და არტერიის თრომბოზის რისკს.

გაითვალისწინეთ 

ბანანმა ცუდი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობებში, ასევე, თუ ის მკვახედაა მოკრეფილი, შეიძლება ყველა სასარგებლო თვისება დაკარგოს

Comments

comments

კატეგორიაჯანსაღი კვება
დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია