Open/Close Menu სპორტული აქსესუარები და საკვები დანამატები
jim-arn-best


არნოლდის წოლჭიმი განტელით  არის საბაზო ვარჯიში დელტის კუნთის ჯგუფებისთვის. მოცემული ვარჯიშის დროს მოქმედებაშია დელტის სამივე თავი, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მოდის შუა და წინა დელტის კუნთებზე. ხელების შემობრუნების ხარჯზე, ასევე მუშა პროცესში ერთვება მხრის სხვა კუნთებიც:  ქედზედა, ქედქვედა და მცირე მრგვალი კუნთები.


მთავარი მოქმედი კუნთის ჯგუფები:

• დელტის კუნთის ჯგუფები

საწყისი მდგომარეობა:

აიღეთ ხელში განტელები, დადექით პიდაპირ ან დაჯექით სკამზე. განტელების საწყისი მდგომარეობა არის თვალების სიმაღლე ან ცოტა ქვევით. მაჯები შემობრუნებულია სახისკენ. წელი ჩაგდებული.

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

• ჩაისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა, აწიეთ განტელები თავს ზევით და ამავე დროს მაჯები შემოატრიალეთ. აწევის ბოლო წერტილში ამოისუნთქეთ.

• ჩასუნთქეთ და დაუშვით განტელები მოძრაობის იგივე  ტრაექტორიით.

ყურადღება მიაქციეთ: ვარჯიშის შესრულების დროს, ყურადღებით აკონტროლეთ განტელის მოძრაობის ტრაექტორია. აუცილებლად  აწევის ბოლო წერტილში განტელები ოდნავ ახლოს მიიტანეთ ერთმანეთთან, ამით თქვენ გაზრდით მუშაობის დინამიკას.

ვარჯიშის შესრულების სხვადასხვა ვარიანტი:

A. არნოლდის ჭიმწოლი განტელით  – ფეხზე დამდგარი.

B. არნოლდის ჭიმწოლი განტელით – სკამზე დამჯდარი.

jim-arn-tehn

Comments

comments

დაწერეთ კომენტარი:

Your email address will not be published.


*

Logo_footer   
© 2015 All Products Only From USA. Created By Spin

გვეწვიეთ:              

error: ინფორმაცია დაცულია